საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90434

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკოლოზ ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტის ხაზინადარი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე სოტნიკოვს ექვემდებარებოდა გუბერნიის უმცროსი მდივანი, თავადი მიხეილ ბართლომეს ძე თუმანოვი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ანტონ ივანეს ძე დანკევიჩი იმერეთის გუბერნიის კოლეგიის მდივანი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროს დეპუტატი ვარლამ გელოვანი პეტერბურგში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძეს დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფია უნდა შეედგინა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს რუდოლფი კავკასიის ოლქის მზრუნველი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვიქტორ ყიფიანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა სკოლის მეორე სართულის მშენებლობისთვის 3500 მანეთი მისცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნ. ბაგრატიონისამ და დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა 10-10 მანეთი შესწირეს, ედიშერ (ხიდორ) ბეგიშვილმა, სალომე ჭიჭინაძისამ და ვერა ალშიბაიასამ – 5-5 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის საბჭოს დარბაზში დანიშნულ ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძეს ქალთა საკითხზე უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისიდან გაემგზავრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს კოლბასინმა სასამართლო პალატას ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმე გააცნო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი სოკრატ შამათავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნადია ქუთათელაძისამ და გიორგი დიდიძემ თითო მანეთი შესწირეს, იასონ ყიფიანმა – 2 მან., სევერიანე ლორთქიფანიძემ – 25 მან., სანდრო ლორთქიფანიძემ – 5, ნესტორ ერისთავმა – 3 მან., ნიკო გრიგოლიამ – მანეთ-ნახევარი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს დანიელ ხოტოველი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბრის დასაწყისში სათავადაზნაურო თეატრში შუმილინის რუსულმა დრამატულმა დასმა დადგა სპექტაკლი „მედეა“, რომელშიც მთავარ როლს მარინა მარსკაია ასრულებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ცაცა დარახველიძის სტატია ქუთაისის ქალთა საზოგადოების შესახებ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის პირველი ნოემბრიდან ბაქოს ოლქის სასამართლოს უფროსი კანდიდატის, სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანის წლიური ანაზღაურება 1 000 მანეთი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის პედაგოგებმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძეს გიმნაზიის ბიბლიოთეკისთვის ძვირფასი და იშვიათი გამოცემის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სოფ. თუზში ლევან აბაშიძემ გლეხებს რამდენიმე ქცევა მიწა მიჰყიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ეკატერინე გაბაშვილისამ დამსწრეთ თბილისის ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლის ისტორია გააცნო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა ეკატერინე გაბაშვილის მოკლე ბიოგრაფია წაიკითხა და მისი რამდენიმე მოთხრობა განიხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ დოღონაძემ ერთი დარაჯი რევოლვერით მოკლა, მეორე – დაჭრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს ბაგრატ ცნობილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თედორე პეტროვს ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.