რეგისტრირებული ფაქტები90438
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ სექტემბრისთვის გადადო გოგებაშვილის თხოვნა ვლადიკავკაზის სკოლაში გამგისა და მზრუნველის დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ხიზაბავრის ტერიტორიაზე სამკითხველოს გასახსნელად შუამდგომლობის კანონიერი გზით გაფორმება ითხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნაძალადევის ბიბლიოთეკის გერბში 2 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ უარი თქვა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედისთვის, შესაწევრის გაზრდაზე. მას ძველებურად 20 მანეთი გადაეცემოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილი ვლადიკავკაზის სკოლაში გამგისა და მზრუნველის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვის გადადების გამო ალექსანდრე ჭყონიას შეეწინააღმდეგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, ვლადიკავკაზის სკოლის გამგედ ამავე სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე დაენიშნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუა წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ, კიტა აბაშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 5 „დედა ენა“ და 10 რვეული უფასოდ გადასცეს სოფიო ცაციაშვილს ღარიბი ბავშვებისთვის დასარიგებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს სოფიო ცაციაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ღარიბი ბავშვებისთვის 5 „დედა ენისა“ და 10 რვეულის უფასოდ გადაცემა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუას დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ივნისის სხდომაზე გეოგრაფიული საზოგადოების კომიტეტმა გადაწყვიტა, გამოეცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს აღწერა". მისი თარგმნა მოსე ჯანაშვილს დაავალეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 10 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 7 ივნისს გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება. საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო ვასილ სულხანიშვილი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეების საქმე, რომელთა დაუდევრობით ძეგვის ხიდიდან გადავარდა ლოკომოტივი და მძიმედ დაშავდა დარაჯი პავლე იაძე.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელის, ზუგდიდის მაზრის სოფელ კირუხის მცხოვრებ კონსტანტინე გრიგოლის ძე სახურიას, ოქროპირ ჯავახიშვილისა და თევდორე ნაგელის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამუშაოს არაკეთილსინდისიერი შესრულება, რის გამოც ძეგვის ხიდიდან ლოკომოტივი და ცამეტი ვაგონი გადაცვივდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პოლიევქტოს კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 2.88 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქალთა ამხანაგობას წიგნებზე მუშაობისთვის 9.37 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს კონსტანტინე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ხონის ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების გაგზავნა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივნისს ივანე რატიშვილმა ბათუმის სკოლაში რევიზორად მუშაობაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ხონის ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაუგზავნა.

