საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93586

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში თედო კიკვაძის ბინის ჩხრეკას ბოქაული სალაყაია ხელმძღვანელობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს სალაყაია იყო ბოქაული ოზურგეთში.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ალექსანდრე სმაგინი იყო ქუთაისის გუბერნატორი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ვანო ჯაფარიძე იყო ოზურგეთის მაზრის უფროსი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1906 წლებში შორაპნის მაზრის გლეხები რუსეთის ჯარში აღარ მიდიოდნენ, აფრასიონ მერკვილაძეს აფარებდნენ თავს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 -1910 წლებში თელავის მაზრის ყაჩაღებმა ხარება ჯიბუტმა და გოგია კენკიშვილმა 95 ტერორისტული აქტი განახორციელეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ჟენევაში არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძემ, გიორგი ილიას ძე გოგელიამ, ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილმა, მიხაკო გიორგის ძე წერეთლმა და სხვ. ფედერალისტების პარტია შექმნეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გადასახლება მოსთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გასახლება მოსთხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კიკვაძემ პირადად დაარწმუნა გუბერნატორი თავის უდანაშაულობაში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს დაპატიმრებულთათვის, რომელთა შორის ყოფილა თედო კიკვაძეც, 200 ცხენოსანი ყაზახი და 50 სტრაჟნიკი მიუჩენიათ თბილისამდე გზაზე, რადგან მთავრობას რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმისა ეშინოდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904-1905 წლებში ნინო ჩხეიძე თბილისში მუშაობდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

ვლასა ბოხოხაძე 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904–1914 წლებში ანდრია ბენაშვილი დასავლეთის სასაზღვრო სივრცის ტრიანგულაციის უფროსის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904–1916 წლებში ანდრია ბენაშვილი რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა სტანისლავის IV, III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1911 წლებში გიორგი მაზნიაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავი ყუბანის კაზაკთა 1-ელი ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავს ბატალიონის საქმის წარმოების კანცელარიის უფროსის თანამდებობა და ბატალიონის მეურნეობის გამგის თანამდებობა ეკავა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1912 წლებში ივანე ყაზბეგი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო დივიზიაში მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1909 წლებში კირილე ქუთათელაძე ვილნოს (ვილნიუსის) სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1907 წლებში კონსტანტინე გელოვანი ყუბანის მე-7 პლასტუნთა ბატალიონში მსახურობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს კონსტანტინე გელოვანს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.