რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ვასილ ბეჟანეიშვილისთვის 1 მან. 50 კაპ. გაგზავნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის 112. 5 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლის დამაარსებლის, მღვდელ თეოფანე კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის გაეგზავნა გოგებაშვილის „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღიცხვა. 1-8 მარტის შემოსავალი იყო 127 მან. 14 კაპ., ხარჯი – 77 მან. 85 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 16 464 მან. 87 კაპ. გამგეობამ დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა შემდეგი შესწორებით, რომ ანგარიშში შეცდომა იყო – 1-8 მარტის შემოსავალი იყო 339 მან. 14 კაპ., ხოლო გასავალი – 78 მან. 85 კაპ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2-4 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გაიმართა კამათი ერობის შემოღებაზე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაეარსებინათ სტამბა მის სიცოცხლეში იმ ფულით, რომელიც საზოგადოებას შემოუვიდოდა მისგან შეწირული „ვეფხისტყაოსნის“ და ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვით.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთოვდა სკოლის ბაღში დასათესად სხვადასხვა თესლეულს, ხელსაქმის სწავლებისთვის საჭირო მასალას, სახელმძღვანელოებსა და რვეულებს, რომელთა საერთო ღირებულება იყო დაახლოებით 28 მანეთი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაური, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე და პლატონ გიორგის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებდნენ, რომ სენაკის სკოლაში ორი თვის განმავლობაში არ ჩატარებულა პედაგოგიური კრება, ხოლო სამი თვის განმავლობაში – სამეურნეო კომიტეტისა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა სამეურნეო საკითხების შესახებ მისწერა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდნენ ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ბიბლიოთეკას 1898 წლის 1-ლ იანვარს ჰქონდა 136 მან. 24 კაპ., შემოსავალი იყო 1 218 მან. 24 კაპ., გასავალი – 207 მან. 20 კაპ., ანგარიშში ნაშთი ნაჩვენები ჰქონდა 311 მან. 04 კაპ., რომელიც იმ შემთხვევაში გამოვიდოდა, წინა წლიდან რომ არ დარჩენოდა ნაშთი. 1899 წლის 1-ლი იანვრისთვის ნაშთი უნდა ყოფილიყო 447 მან. 28 კაპ. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკის გამგეს აეხსნა აღნიშნული გარემოება. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ლიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 1466 მან. 89 კაპ., დაიხარჯა 1213 მან. 40 კაპ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების 1899 წლის იანვრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 58 მან. 60 კაპ., დაიხარჯა 48 მან. 60 კაპ., დარჩა 45 მან. 85 კაპ., II სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 10 მან. 10 კაპ., დაიხარჯა 25 მან. 10 კაპ., დარჩა 10 მან. გამგეობამ დაადგინა, აღნიშნული ანგარიში ჩაეწერათ საზოგადოების ჟურნალში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხის, გომარეთისა და ბათუმის სკოლების მასწავლებელთაგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისათვის. გამგეობამ დაადგინა, წლიური ანგარიშის შედგენისას ეს ცნობები მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მასწავლებლისთვის გამგეობის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, საზოგადოებისთვის დაბრუნების პირობით, რადგან დროულად ვერ ღებულობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილის ანგარიში შეეტანათ გამგეობის წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილისგან მიღებული ფულის ანგარიში, რომლის დაბეჭდვასაც ის ითხოვდა საზოგადოების წლიურ ანგარიშში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ ისიდორე რამიშვილის მოთხოვნა ბიბლიოთეკისთვის წიგნების გაგზავნის თაობაზე და თანდართული სია გადასცემოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების ასარჩევად. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ კეთილარის მღვდლის, ბესარიონ ფირცხალავას თხოვნა სოფლის სკოლისთვის წიგნების გაგზავნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლის, ისიდორე რამიშვილის თხოვნა სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების გაგზავნის თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მასწავლებლის მოთხოვნა წიგნებისა და რვეულების, მათ შორის 20 ცალი ისტორიის წიგნის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა არ დაკმაყოფილა. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

