რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არხეოგრაფიის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს კობიაკოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ილორის ეკლესიის მღვდელ ივანე გრიგოლიას სამრევლო სკოლის დაარსება სურდა, რომლის სასარგებლოდ მოსახლეობის მიერ გაღებულ თანხას დიაკვანი თომა დუნდუა აგროვებდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 დეკემბერს ერთი ქალაქელი კინტოებთან ერთად ქურდობის მიზნით თავს დაესხა ერთ-ერთი მარტყოფელის სახლს, დაპირისპირების დროს სახლის პატრონის ძმამ გვერდში ხანჯლით დაჭრა მიხეილ ფურცელაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, კავკასიის საერო განათლების მზრუნველი პეტრე იანოვსკი იმერეთში გაემგზავრა სკოლების დასათვალიერებლად.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, 1888 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა გლეხი გიგო დუდაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში ერთკლასიანი სკოლის შენობის შეკეთება საკუთარ თავზე აიღო ლაილაშელმა ვაჭარმა ბერუჩოვმა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მუხრანის ახლოს გაძარცვეს სოსია მელაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 9 თებერვალს გაიმართება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე, ხუციშვილი და სხვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მომრიგებელ-მოსამართლე სიმონ როსტომის ძე წერეთელმა გადაწყვიტა ქართულ ენაზე გამოეცა ჟურნალი „საუბარი“. ნებართვის თხოვნით წერილი გაუგზავნა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოს. ჟურნალის ღირებულება წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა და არ დაიბეჭდებოდა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 მარტს, 24:00 საათზე, მძარცველები თავს დაესხნენ ოჰაჯანოვის სახლს და მოკლეს ოჯახის დამხმარე, დაჭრეს მზარეულის დამხმარე ხეჩატურა მიხითაროვი. მომხდარს იძიებდა თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ-ადიუტანტ ლევან ივანეს ძე მელიქოვის სახელზე დააარსეს სტიპენდია.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის ხაზინიდან დარაჯმა მათე ბარკისმა მოიპარა 149 მანეთის ბლანკები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 მარტს ადამიანცი მონაწილეობას მიიღებდა კონცერტში, რომელიც უნდა გამართულიყო პირველი კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამთავისის სობორის მღვდელმა ესტატე მცხვეტაძემ გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადა მორჩილ ექვთიმე ბაკურაძეს, რომელიც დაეხმარა ტაძრისთვის შემოწირულობის შეგროვებაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა გამგეობის მოხსენებას გალუსტოვისა და ავეტიქ არუთინოვის დავის შესახებ სახლების თაობაზე.

