საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ბერძნულ-ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იოსებ ორბელიანოვი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემლ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ჰონორარით, რომელიც მან ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მიიღო მთავრობისაგან, ახალციხის ეკლესიისათვის შეუძენია სახარება.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ეკლესიის დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მთავრობისაგან მიუღია გასამრჯელო.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1829 წელს ახალციხის მხარის მმართველი იყო პოლკოვნიკი თედორე კარლის ძე დრეშერნი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის წევრებმა თავმჯდომარე ს. ბოდაევს განუცხადეს, რომ გადაიფიქრეს სასწავლებლისთვის სახლების გასამართად თანხის შეწირვა და სთხოვეს 9 იანვრის დადგენილებიდან ამოეღო ეს მუხლი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს მასთან ხალხის ბრბოთი მისულ გეურქა შახნაზაროვთან საუბრის შემდეგ შეიტყო, რომ ლადო ფსიტიძე მდივანი იყო ბოლშევიკების შტაბში, ხალხი კი ჩიოდა, რომ ძალით გაჰყავდა ისინი ფრონტზე შახნაზაროვს, ზიზო ეჯოშვილსა და სხვებს. ბათიაშვილის რჩევით, ბრბოდან ბევრმა დაყარა იარაღი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს გადაუწყვეტია, შეწევნოდა მაჰმადიანების მიერ არაერთხელ დარბეულ ეკლესიას. მას ფული გადაუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვისათვის და უთხოვია ამ თანხით ახალციხის ეკლესიისათვის ხატების შეკვეთა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა რამან (რომან) ქასროშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს დილით სახლიდან გამოსვლისას შეხვდა შეიარაღებული იაკოფ ზარაფოვი, რომელმაც უთხრა, რომ ბოლშევიკური გამოსვლა იყო და კომისარიატი აიღეს. იქვე, იარაღით ხელში შენიშნა გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე, პეტრე ხომიზური, ილიკო ძურძუკი, კარაპეტ მეჩითოვი და რამანა დალაქიშვილი. ასევე, გაიგონა, რომ დაჭრილები იყვნენ ადგილობრივი ერობის წარმომადგენლები.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს ანდრეი დიმიტრის ძე უსოვი ახალციხის დროებითი მთავრობის წევრი იყო.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია სოხუმიდან გამოქცეული ბერძნების შესახებ, რომლებმაც თავი სურამს შეაფარეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი თავის მოსკოველი მეგობრისადმი. წერილის მიხედვით, 1830 წლის 19 ივნისს თბილისის სამხედრო გუბერნატორ სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვს დაბა ცხინვალში შეუმოწმებია მზადყოფნა რაზმისა, რომელიც შემდგომ ჯავის ხეობისკენ დაძრულა ოსთა აჯანყების ჩასახშობად.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორი იყო სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ი. ი-ძეს სტატია იმერეთში გავრცელებული საქონლის დაავადების შესახებ, რომელსაც „ჭირს“ უწოდებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გურიის კორესპონდენტ ი. თაყაიშვილის სტატია, რომელმაც დაწვრილებით აღწერა თუ როგორ ვითარდებოდა საქონლის დაავადება „ჭირი“.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის დავით ლევანის ძე დადიანი დაუნიშნავთ კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიის კორნეტად.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის სამეგრელოს ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი კიკნაძე პოდპორუჩიკად დაუწინაურებიათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელ სექტემბერს გენერალ ლორის მელიქოვს მუხტარ ფაშას ადგილმდებარეობის თვალთვალის დროს მცირე შეტაკება მოსვლია ოსმალებთან, რომლის დროს ჩვენი ერთი ჯარისკაცი მოუკლავთ და 23 დაუჭრიათ.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის სამეგრელოს ქვეითი პოლკის უნტერ-ოფიცერ ზუბალაშვილისთვის პრაპორშჩიკობა მიუნიჭებიათ.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის სამეგრელოს ქვეითი პოლკის უნტერ-ოფიცერ კიკნაძისთვის პრაპორშჩიკობა მიუნიჭებიათ.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკის უნტერ-ოფიცრები წერეთელი და გარაყანიძე პრაპორშჩიკებად დანიშნეს.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადის პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი პორუჩიკად დააწინაურეს.