რეგისტრირებული ფაქტები81285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ისაია, ივანე და მიხეილ ლობჟანიძეებმა 1-1 მან. შესწირეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად თევ. და ელენე ლობჟანიძეებმა 3-3 მანეთი შესწირეს, ის. გავაშელმა – 2, დ. ელერდაშვილმა – მანეთი, მიხ. სვ. ლობჯანიძემ – 0.50 კაპიკი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს ნაძალადევის თეატრში მსახიობ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატული წრის წარმოდგენაში„პატარა კახი“ იუზა ზარდალიშვილი ლევან ქვაბულიძის როლს თამაშობდა, ანა შოთაძე – ტურფას, დ. ძნელაძე – პატარ კახს, მ. კვალიაშვილი – მეფე თეიმურაზს, ვ. მაღრაძე – თამარ დედოფალს, სვიმონ დევდარიანი – გივი ჩოლოყაშვილს, ალ. ქუთათელაძე – რევაზ ბებურიშვილს და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით დავით მესხის თარგმნილი „მედეა“ უნდა წარმოედგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ლიხაურის საზოგადოების მამასახლისმა პავლე ცინცაძემ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ლიხაურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველს, კაპიტან ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილს, რომელმაც 400 მანეთად იყიდა მიწა და სკოლას სამეურნეო განყოფილებისათვის შესწირა.