რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ წალკის რაიონის გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფში არსებობდა ყველის მწარმოებელი ასოციაცია, რომლის საქმეთა გასაძღოლად შვეიცარიიდან ჩამოუყვანიათ ყველის მეწარმე ჩაბოლდი.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ყველის მეწარმე ჩაბოლდისთვის კავკასიის სამეფისნაცვლოს ხელფასის სახით დაუნიშნავს 400 მანეთი ყოველწლიურად.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ხაზინიდან დაიფარა ყველის მეწარმე ჩაბოლდის შვეიცარიიდან თბილისსა და უკან მგზავრობის ხარჯები, რამაც 426 მანეთი შეადგინა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ყველის მეწარმე ჩაბოლდს გაუფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ხუთი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა წალკის რაიონში მდებარე გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფს ყველის წარმოების საქმეში.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი შვეიცარიელ ყველის მეწარმე ჩაბოლდთან, რომელიც 1863 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ შაჰმურადოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძისა და კომენდანტის ქუჩების კუთხეში.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Сборник статистических сведений о Кавказе“-ს პირველი ტომის რედაქტორი იყო ნ. ი. ვორონოვი.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ბერენშტამი ფლობდა წიგნის მაღაზიას თბილისში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ნ. ი. ვორონოვის რედაქტორობით გამოსული „Сборник статистических сведений о Кавказе“-ს პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იყო დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკისთან, ბერენშტამის წიგნის მაღაზიასა და ვართანოვის წიგნის მაღაზიაში.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ელენე ვასილის ასული რებინდერი იყო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი იყო ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი).
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს თბილისში ამბარცუმ ენფიაჯიანცი გამოსცემდა გაზეთს „სომხეთის ფუტკარი“ სომხურ ენაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს თბილისში ს. სტეფანე გამოსცემდა ჟურნალს „სომხეთის სამყარო“ სომხურ ენაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ივანე ივანეს ძე კერესელიძე გამოსცემდა ჟურნალის „დილა“ დამატებას „გუთნისდედა“.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო გენერალ-ადიუტანტი და გენერალ-ფელდმარშალი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო კავკასიის არმიისა და კასპიის სამხედრო ფლოტილიის მთავარსარდალი.
1869
ტიპი: ორგანიზაცია
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო დაჭრილთა კომიტეტის წევრი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო რუსეთის მიხეილის სახელობის საარტილერიო აკადემიის საპატიო პრეზიდენტი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო ლეიბ-გვარდიის მხედარ-გრენადერთა პოლკის უფროსი, ლეიბ-გვარდიის მეორე საარტილერიო ბრიგადის უფროსი, ლეიბ-გვარდიის მხედართა N 2 ბატარეის უფროსი, სამხედრო ორდენის მე-13-ე დრაგუნთა პოლკის უფროსი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო ვლადიმირის მე-13-ე ულანთა პოლკის უფროსი, კინბურნის მე-7-ე დრაგუნთა პოლკის უფროსი, ტავრიდის მე-6-ე გრენადერთა პოლკის უფროსი, ყაზანის 64-ე ფეხოსანთა პოლკის უფროსი, ბელორუსიის მე-7-ე ჰუსართა პოლკის უფროსი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო მეორე სამხედრო სასწავლებლის უფროსი.

