რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს გოგია ჟორდანიას საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს დათიკო მესხმა ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 9 მანეთის ქართული წიგნები შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1849 წლებში თავადი რევაზ რომანის ძე მაყაევი (მაყაშვილი) თელავის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე სამხედრო ექიმი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ივანე კალანდაძემ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთი შესწირა, ილარიონ მგელაძემ – 10 შაური.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ბ. ტელეჟინსკის თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ნოე ჟღენტის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოე ჟღენტს, მეთოდე მახარაძესა და სერაპიონ ბურჯანაძეს ყაჩაღობა ედებოდათ ბრალად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ბ. ბუტკევიჩის თავმჯდომარეობით თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინათ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში ქალთა დაავადებებს მ. კოგანი მკურნალობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში სიფილისსა და ქირურგიულ დაავადებებს ფ. გერატი მკურნალობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 ნოემბერს ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა მერჟევსკის თხოვნა და სიღარიბის გამო 450 მანეთი გადასცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში თვალის დაავადებებს ი. ვარშავსკი მკურნალობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ლანჩხუთში მ. მდივნის მონაწილეობით „ტარიელ მკლავაძე“ უნდა დაედგათ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 8 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ ლუარსაბ ფურცელაძის მკვლელობის საქმე განიხილა. დანაშაული ბრალდებოდათ პროკოფი მესხსა და მუნუელ კოპაძეს. საქმე ქუთაისის ოლქის სასამართლომ იქამდეც განოხილა. მაშინ მესხი და კოპაძე გაამართლეს, მაგრამ ბრალმდებლებმა სააპელაციო პროტესტი სამოსამართლეო პალატაში გადაიტანეს. საბოლოოდ, ქუთაისის ოლქის სასამართლოს განაჩენი დამტკიცდა და ბრალდებულები ისევ გაამართლეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის საოსტატო სემინარიის პედაგოგ გიორგი უთურგაულს „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა.

