რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ მთიელთა რწმუნებული ბ. ჯაბაღიევი და საფრანგეთის მისიის წევრი პუადებუარი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა განკარგულება გასცა ოპერის დირიჟორ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმის გამოძიებამდე ხელი არ ეხლოთ მისთვის.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრის ოპერის დირიჟორმა სტოლერმანმა ეჭვიანობის ნიადაგზე რევოლვერით მოკლა ცოლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრის ოპერის დირიჟორმა სტოლერმანმა თავისი ცოლის მკვლელობა საჯაროდ აღიარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი გორდეევი იყო რუსი მკვლევარი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი იყო სახელმწიფო ოპერის თეატრის დირიჟორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის დროებითი აღმსრულებელი გრიგოლ მაჭავარიანი ლაგოდეხის ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის კრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში მისი ანტრეპრენიორის, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა გლუხოვცევის ოპერა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს გაიმართებოდა ახალგაზრდა მომღერლის, მ. თარხან-მოურავის ბენეფისი. ის ვერდის „ტრავიატაში“ ჟორჟ ჟერმანის პარტიას შეასრულებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე ფილტვების ანთებით ავად გახდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა განაცხადა, რომ ბათუმის ქალაქის ხმოსანთა არჩევნები გაიმართებოდა 29 თებერვალს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 თებერვალს, ბათუმის სამხედრო გუბერნატორ კუკ-კოლისის ბრძანების თანახმად, ბათუმის ქალაქის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ როგორც მამაკაცებს, ისე დედაკაცებს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ასაკით არანაკლებ 25 წლისა და თუ ბათუმში დასახლდნენ 1919 წლის 1-ლ თებერვლამდე, ან ცხოვრობდნენ 1918 წლის 1-ლ აპრილამდე, დატოვეს ქალაქი და კვლავ დაბრუნდნენ 1919 წლის 1-ლ ნოემბრამდე, აგრეთვე მათ, ვინც ბათუმში ფლობდა უძრავ ქონებას და დაბრუნდა ქალაქში საარჩევნო სიების შედგენის დღემდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 თებერვალს ბათუმის სამხედრო გუბერნატორ კუკ-კოლისის ბრძანების თანახმად, ბათუმის ქალაქის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ: სამხედრო სამსახურში მყოფთ, ქ. ბათუმის და ბათუმის ოლქის უმაღლეს ადმინისტრაციულ პირთ, მათ მოადგილეებს და თანაშემწეებს, ქ. ბათუმის და ბათუმის ოლქის მილიციაში მოსამსახურეებს და რაზმში მყოფებს, ბერ-მონაზვნებს, შეშლილებს და ყრუ-მუნჯებს, დახმარებაზე მცხოვრებლებს და მათხოვრებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შობას კახეთში, კურდღელაურის თემში (კურდღელაური, ზემო შალაური, ქვემო შალაური, ვარდისუბანი და გულგალა) ადგილობრივი გლეხის, სოციალ-დემოკრატი ლაზარიაშვილის განკარგულებით დახურეს ეკლესიები, რის გამოც მრევლი საშობაო წირვას ვერ დაესწრო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლაზარიაშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკმა ჰასკელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნასიბ იუსიფბეილის გაუგზავნა მისალოცი დეპეშა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნასიბ იუსიფბეილის მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძემ და გრიგოლ ელიავამ გაუგზავნეს მისალოცი დეპეშა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს გრიგოლ ელიავა იყო მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ სომხეთის უფლება დამოუკიდებლობაზე ცნობილი იყო, მხოლოდ გარკვეული ფორმულა იყო საჭირო, რომლითაც გამოცხადდებოდა მისი აღიარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერს, ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად დე ფაქტოდ ცნეს, ესე იგი სომხეთს შიშის არავითარი საფუძველი არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

