საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89485

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა სტატია „ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი“ („ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ პასუხი მაღირსა...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის „შინაური მიმოხილვა“ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ოცდახუთწლიანი საქმიანობის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყა, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 19 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“. მიმოხილულია „სევერნი კურიერში“ დაბეჭდილი სტატია „პ. გ-ლის“ წერილზე „სომეხ- ქართველთა განხეთქილება“, რომლის ავტორის აზრითაც, გაზეთი „ივერია“ მუდამ სომხებს ლანძღავს. ასევე საუბარია ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის დაპირისპირებაზე, რომელშიც ილია დამნაშავედ არის მიჩნეული.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა წერილი „გზა და გზა“ (დასაწყისი), რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციას „უმეცრების ფართი-ფურთი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (V ნაწილი), რომელშიც ავტორი კვლავ აგრძელებს გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) კრიტიკას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა სათავადაზნაურო ბანკიდან დასაბრუნებელი ფულის საკითხი. ივანე მაჩაბლისა და სხვების აზრით, ფული თავად-აზნაურებს სარგებლით უნდა დაბრუნებოდათ, ასევე აღძრულიყო შუამდგომლობა, რომ 108 000 მანეთი დეპუტატთა საკრებულოს სახელით საკრედიტო დაწესებულებაში შეეტანათ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („კვალის“ მკითხველებს მოეხსენებათ...“).

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა კომისიისგან შემუშავებული წესდება თავად-აზნაურთა მამულებისა და ქონების შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 22 მარტს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მალაქია ბოლქვაძის ფელეტონი „რუსთა შორის“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც იმსჯელა რწმუნებულთა არჩევნების ვადებზე, ასევე სათავადაზნაურო ქარვასლისა და თეატრის შენობის შეკეთების შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („მართალია, კრედიტი ორპირი მახვილია...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 19 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის გაგრძელება „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („წინა წერილში იმაზე შევწყვიტე სიტყვა...“).

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დოცენტად დაინიშნა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 18 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასაწყისი „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია...“), რომელიც გამოწვეულია ნოე ჟორდანიას სტატიით „პრესა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული „ტფილისი, 15 მარტი“ („ჩვენ წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ საჭიროა გამოირკვეს...“).

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მარტს თბილისის სამღვდელოებამ მარკოზ ტყემალაძის თავმჯდომარეობით გამართა კრება წიგნთსაცავ-სამკითხველოს დაარსებასთან დაკავშირებით და გადაწყდა მისი დაარსება. დადგენილება საქართველოს ეგზარხოსმა ფლაბიანემ დაამტკიცა. სამკითხველომ მუშაობა 19 აპრილიდან დაიწყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის გაგრძელება „ტფილისი, 11 მარტი“ („ჩვენ ამას წინად, როცა ვარჩევდით...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (IV ნაწილი). ავტორი კვლავ აგრძელებს გაზეთ „ივერიის“ და მისი რედაქტორის, ილია ჭავჭავაძის კრიტიკას. მისი აზრით, გაზეთი ბანკის და ბანკირების ორგანოდ გადაიქცა, რასაც ევროპაში დამოუკიდებელი პრესა ყოველთვის ებრძვის.