საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ სამოქალაქო მრჩეველი კავალინსკი რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებული ყოფილა მეფე გიორგი XII-სთან.

1800

ტიპი: გარდაცვალება

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის ივნისამდე სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე თამარა პაპუნაშვილი სკოლიდან გავიდა ავადმყოფობის გამო.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის ივნისამდე სოფ. თონეთის სკოლის 1-ელი განყოფილების მოსწავლე ეკა ხმალაძე სკოლიდან დაითხოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე გიორგი გოგიტაშვილის სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.

1830

ტიპი: მფლობელობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებით, ვაჭარ ხოზროევის სახლი ერევნის მოედანზე მდებარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ტერიტორიაზე გამუდმებით ქმნიდნენ პრობლემებს. უორდროპი ცდილობდა, დავა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოეგვარებინა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ალექსი ერმოლოვმა, ვ. ხასიამ, ივანე ბოკერიამ და მ. ბოგდანოვმა თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრეს და მეორე ხარისხის დიპლომი აიღეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნები დეკემბერში უნდა გამართულიყო. თავად-აზნაურთა ერთმა ჯგუფმა ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილის დასახელება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავში მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრემ გაიმარჯვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სიმონ კიკალეიშვილის საქმე განიხილა. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძეს თავისი ქმრის, გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის, მოკვლას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გელაზაროვი ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წაღვერში წვრილი კრედიტის ინსპექტორმა, დ. ყ. ჩხეიძემ შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა შექმნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისიდორე ფორჩხიძის მკვლელობისთვის ბიქტორ ჭეიშვილი დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის გამგეობამ ნავთლუღში მიწის გაყიდვა და შემოსავლის საუნივერსიტეტო თანხაზე დამატება გადაწყვიტა. მიწის ნაწილის ყიდვის სურვილი ვაჭართა მამასახლისმა, მილოვმა გამოთქვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ კიკალეიშვილს ნაფიცი ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დ. ყ. ჩხეიძე წვრილი კრედიტის ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მილოვი ვაჭართა მამასახლისი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ქიმიის პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი მიიწვიეს. იგი შემოთავაზებაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3-4 ოქტომბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ ვ. მინაძის საქმე განიხილა და ის გაამართლა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსი ერმოლოვი, ვ. ხასია, ივანე ბოკერია, მ. ბოგდანოვი, ს. კვირკელიძე და ს. ჩუმაროვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა სამ შაურად იყიდებოდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ელ. ნაცვალაძემ თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრა და პირველი ხარისხის დიპლომი აიღო.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ს. ჩუმაროვმა, ს. კვირკელიძემ, ელ. კალანდაძემ და ნ. არხიპოვმა თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრეს და მეორე ხარისხის დიპლომები აიღეს.