რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს საჩხერეში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს ყარამან ჩხეიძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვარლამ ჭილაძისა და ვასილ ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიებსა და მიტროფანე ლაღიძესთან ზელტერის წყლის ქარხანაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ვენიდან გიორგი მაჩაბელმა წერილი გამოუგზავნა რევაზ გაბაშვილს, რომელშიც ლაპარაკობს ჯარის ჩამოყალიბებაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლასურიაშსა და მოხაშში მდებარე 34 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე დავითის ძე ბაკურაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ თაბორში მდებარე 5 დესეტინა და 750 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ზაალის ძე ჩიქოვანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ უცხერში მდებარე 14 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი და ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება ქართული ენის გრამატიკის წიგნის გამოცემის შესახებ. განცხადების თანახმად, თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილის (დადაევ-მაღარსკის) მიერ შედგენილი წიგნის ბოლოს დაიბეჭდებოდა გვარ-სახელები პირებისა, ვინც წიგნი გამოიწერა.
1830
ტიპი: მფლობელობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი, კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვს ეკუთვნოდა.
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი ცხოვრობდა კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით.

