საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. გ. მიქიაშვილის მიერ წარმოებული შპალერები თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაიყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში სტუმრად ჩასულ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს რკიგზის სადგურში დეკანოზი იოანე მრევლიშვილი შეეგება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა გერმოგენმა, სემინარიის მე-6 კლასელები მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში წაიყვანა წინაპართა საფლავებისა და მათი სალოცავის სანახავად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთაში სტუმრად მყოფ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს სეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ხონში ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძის მიერ დაფუძნებული ქალთა სასწავლებელი აკურთხეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 20 ოქტომბერს პოლიციამ 21 წლის მეპურის, მაჰმუდ-ომარ-მოლა-ოღლის გვამი იპოვა, რომელიც გამოძიების თანახმად, მისივე დამქირავებელმა, მეფურნე პონოსიანცმა მოკლა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში სტუმრად მყოფი საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები, თანმხლებ პირებთან ერთად ბორჯომში ჩავიდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი შეეგება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებს ქალაქის მოურავი, ლუკა ასათიანი თავმჯდომარეობდა. კრებას 332 დელეგატი ესწრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, მიხაილოვის ქუჩაზე, 12 წლის ექვთიმე გუგუშვილმა შურისძიების მიზნით დანით დაჭრა ბიძაშვილი, 20 წლის სვიმონ გუგუშვილი, რომელმაც ორი თვის წინ მოკლა მოზარდის ძმა, ოლომფრე გუგუშვილი. დამნაშავე პოლიციამ მალე დააკავა. მიხეილის საავადმყოფოს ექიმები დაჭრილის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გემით ჩამოვიდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში ქუთაისის სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც იგორ ზლობინი ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით დაიბეჭდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის სტატია სოფელ აწერისხევში გახსნილი ერთკლასიანი სასულიერო სკოლის შესახებ.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი, ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი, კანცელარიის საქმეთა მწარმოებელი კურაკინი და მისი თანაშემწე ვალკევიჩი ბორჩალოს მაზრის სამმართველოსა და სასოფლო კანცელარიების შესამოწმებლად გაემგზავრნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 17 ოქტომბერს თბილისის გუბერნატორი თ.ა. ბიკოვი ბორჯომში გაემგზავრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ოქტომბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე ი. ს. შაიკევიჩი სამსახურებრივი მივლინებით თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბერს სოფელ ნოსირში ავქსენტი ფაღავამ დამბაჩით დაჭრა თავად ივანე ელიზბარის ძე დადიანის მეწისქვილე, იესე კორზახია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის მახლობლად ტყის მცველებმა კეტებით სცემეს და დაჭრეს 60 წლის საბა გოგავა, რომელიც საღორიის ტყეში მის მიერ შძენილი რამდენიმე საჟენი შეშის წასაღებად იყო მისული.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 17 ოქტომბერს სახალხო სკოლების ზედამხედველი ვ. ნ. პავლოვი სიღნაღში ერთკლასიანი დაწყებითი სკოლის გახსნას დაესწრო.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ოქტომბერს, სოფელ მელაანის მახლობლად, დავით ილიას ძე ანდრონიკაშვილი ოცდაათ შეიარაღებულ პირთან ერთად თავს დაესხა ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილის ჯოგს და 50 სული წვრილფეხა საქონელი გაიტაცა.