საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89485

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ერთ–ერთი წევრი ხელს აწერდნენ: ვექილობის, ხელშეკრულების, ნასყიდობის და ყველანაირი პირობის ქაღალდებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ თამარ და ელენე ნიორაძეები, ნინო (ცოუტია), ლევან და ნადია ერქომაიშვილები, ქრისტინე მიხეილის ასული და მარიამ ხაბის ასული ცომაიები ნათესავებს აუწყებენ სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გარდაცვალებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკი თუმანოვი პორუჩიკად დააწინაურეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა პაშა კონსტანტინეს ასული ჩიქოვანი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ძეგვში გარდაიცვალა ნუნუშა პეტრეს ასული ზედგინიძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 8 დეკემბერს სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გამოსვენება გაიმართებოდა ბინიდან (პუშკინის ქ. N 27), წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ოქტომბერს თელავში პარაკლისი გადაიხადეს მუხთარ-ფაშაზე გამარჯვების აღსანიშნავად. პარაკლისს ესწრებოდნენ თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვი, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე და ადგილობრივი ჯარის უფროსი მაჭავარიანი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 12 ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ სიკო ჯორჯაძის ჯარს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ საოსტატო სემინარიაში ქართული ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: პახვალა ლიფონავა, ვლადიმერ თავბერიძე, გრიგოლ კედია და სანდრო თოფურიძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: იონა ბედია, გაბრიელ ჯიქია და მიხეილ ჟორდანია.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განსახილველ საკითხებზე სამსჯელოდ მიწვეულ იქნა პელაგია ლორთქიფანიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ მოახსენა დაბა ზუგდიდში სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ შეატყობინა, რომ განყოფილებას აგვისტოს ოცი რიცხვისთვის მიუღია მთავრობისგან დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნის ნებართვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ დაბა ზუგდიდში გასახსნელი სკოლის მასწავლებლისთვის ჯამაგირს, 1900 მანეთს წელიწადში, საზოგადოების მთავარი გამგეობა გადაიხდიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ განყოფილების გამგეობის დადგენილებით დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნა იმ წლის იანვრისთვის გადაიდო იმდროინდელი არეული მდგომარეობის გათვალისწინებით. კრებამ გამგეობას დაავალა, თვალი მიედევნებინა იმისთვის, რომ დირექციის მიერ გამოგზავნილ ნებართვას ვადა არ გასვლოდა და რომ განყოფილებას არ დაეკარგა მთავარი გამგეობის დაპირებული მასწავლებლის ჯამაგირი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან სამი წლის შემდეგ სამი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიაში“ ქართულ ენას არ ასწავლიდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1913 წლის იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 102 წევრი. 1914 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 57 წევრი, ხოლო გამოაკლდა განყოფილებას 11 წევრი. ამრიგად, 1915 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 148 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით წინა წლის ნაშთი შეადგენდა 583 მანეთს, შენახული თანხა – 13 მანეთსა და 82 კაპიკს, საწევროს სახით შემოვიდა 321 მან., საღამოებიდან, წარმოდგენებიდან და სეირნობიდან – 709 მან. 50 კაპ., სხვადასხვა წყაროდან – 54 მან. 50 კაპ. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შემოვიდა 168 მან. 82 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.