საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89485

1874

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 მაისს ყარსთან რუსეთის ჯარი დაუპირისპირდა ოსმალთა ჯარს, რის შედეგად დაიჭრა ილია ჩოლაყაშვილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ანა გიორგის ასული მამუკაშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. გ.-ს წერილი, რომელიც 2 აპრილს მიიღეს პეტერბურგიდან. ი. გ.-ს ცნობით იქ არსებობდა ქალთა საექიმო კურსები, რომლის გავლა მეტად საჭირო იყო ქართველი ქალებისათვის, რადგან საქართველოში მხოლოდ მამრობითი სქესის ექიმები საქმიანობდნენ, მათთან მისვლა კი ქალებისათვის სამარცხვინო იყო, ამიტომ ქალთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში ექიმთან მიუსვლელობის გამო იღუპებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ინსპექტორმა მოროზოვმა წაიკითხა წერილი „ფილოქსერის“ შესახებ.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „უწყალო სენმან“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ახალგაზრდა გლეხის ნაამბობი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველო, კერძოდ გურია, აჭარა და ქობულეთი ჰქონდა დაკავებული, ხოლო რუსეთს ქართლ-კახეთი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა იოანე ბატონიშვილის თხზულება „კალმასობა“. წიგნის ფასი იყო 2 მანეთი.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა შესწორებები შეიტანა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დაკავშირებას. უნდა აეშენებინათ „რკინის გზა“, რომლის სავარაუდო ფასიც დაახლოებით 50 მილიონს შეადგენდა. მიხეილ რომანოვი მიიჩნევდა, რომ აქამდე გამოანგარიშებული ფასი უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, მისი აზრით, გზა თავიდან ფოთიდან თბილისამდე უნდა გაეყვანათ. „რკინის გზის“ პროექტში რომანოვის შეტანილი ცვლილებები 1864 წლის აგვისტოში დამტკიცდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა. მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაპირდა.

1867

ტიპი: თანამდებობა

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან ცისკრის რედაქციის საქმიანობაში უმთავრესად ანტონ ფურცელაძე იქნებოდა ჩართული.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 მაისს საქართველოს მხედრობას სიტყვით მიმართა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი დაინიშნა ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად იმ წლის პირველი სექტემბრიდან.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ უჩანეიშვილის ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ უკვე ეცნო და საჭირო დოკუმენტებიც გაეგზავნა სახალხო სკოლის დირექტორს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მიმართა თხოვნით, დაემტკიცებინა დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილმა ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა პირველ სექტემბერს ჩატარებულა და შემდგარა სხდომის ოქმი N 18. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. კრების ოქმის თანახმად კრება გაიხსნა საღამოს 7 საათზე და საღამოს 10 საათზე დასრულდა. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული განყოფილების საზოგადო კრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა.