საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ მირზაშვილის კორესპონდენცია „დ. ხაშური, ყივანა-ხველა და ცრუ-მორწმუნეობა“ გამოქვეყნდა, სადაც ის ცრურწმენები იყო გაკრიტიკებული, რომელთა გამო გლეხები წამლის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ექვთიმე ხელაძის წერილი „სამღვდელოების საყურადღებოდ“ გამოქვეყნდა, რომელშიც საეკლესიო წიგნების გამოცემის შესახებ იყო საუბარი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კვირიკელას ფსევდონიმით დავით მესხის კორესპონდენცია „ჩვენი უზრუნველობა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ორმა ბოქაულმა, კეიდიამ და ქუთელიამ, 17 წლის წინ ციმბირის კატორღიდან გაქცეული ცნობილი ყაჩაღი მელიტონ გერსამია შეიპყრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ს. პეტროვი საქართველოს ნავსადგომების დათვალიერებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 20 აგვისტოს თბილისში სომეხი კომიკოსი მსახიობი დ. თურიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს მღვდელი სტეფანე ბერიძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო შემოწირულობების შესაკრებად კოჯორში წავიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ ნინოწმინდის სკოლის მასწავლებელი გრ. ხუციაშვილი მადლობას უხდიდა ირაკლი ავალიშვილს, კირილე ზუმბულიძეს და სვიმონ თითბერიძეს, რომლებმაც სკოლას 50-ზე მეტი ქართული და რუსული საყმაწვილო წიგნები შესწირეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თავადი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე ნათესავებსა და ახლობლებს ძმის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების ამბავს ატყობინებდა, რომლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა წინამძღოლები, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სიმონ გიორგის ძე წერეთელი მოსკივის გენერალ-გუბერნატორს, სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვს შეხვდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ მკურნალის სტატია „საზოგადო ბაღოსნობის სწავლა და მისი შედეგი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსანდრე გარსევანიშვილის განცხადება, რომლის თანახმად სკოლა სექტემბრიდან ლევაშოვის ქუჩაზე, ივანე ჯაიანის სახლში გადადიოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე ნაესაკოველის კორესპონდენცია „ს. საესაკაო, წიგნთ-საცავ-სამკითხველოს საჭიროება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ოზურგეთის სცენისმოყვარეთა წრის გამგის, ეკატერინე გურიელის ანგარიში ივნისში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენიდან ამოგებული თანხის განკარგვის შესახებ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 18 აგვისტოს კოჯორში თბილისის საგლეხო საკრებულოს წევრი, იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 16 აგვისტოს სოფელ დიდ ჯიხაიშში გამართული სახალხო სეირნობის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე ივანე ნემსაძემ დამბაჩით კოსტა თეთეიშვილი დაჭრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილისა, კონსტანტინე შათირიშვილი და კ. გალუსტოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ნატალია გაბუნია-ცაგარელი, კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის წევრებმა სურამში დადგეს დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი პიესა „სამშობლო“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს კოტე მესხის მონაწილეობით სურამში დივერტისმენტი გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ სვიმონიძე ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებებს ელინიდა თოფურია ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად დადგეს რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში საღვთო ლიტურგია შეასრულა.