რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, გუბერნატორისთვის ფოტოსახელოსნოს გამგედ ვასილ როინაშვილის ნაცვლად ტარას მომცემლიძის დამტკიცება ეთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ფოტოსახელოსნოს გამგე ვასილ როინაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი მოვალეობა დროებით ტარას მომცელიძეს გადასცემოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს გამგე ვასილ როინაშვილის თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ გიორგი იოსელიანის მოხსენების ანგარიში განსახილველად სამოსწავლო ან სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში აბრამ აკოფოვისთვის პუშკინის თხზულებებში თანხის ნაწილის – 26. 75 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1898 წლის საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიშის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაცია მხედველობაში მიეღო და საზოგადო კრებისთვის მოეხსენებინა. ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ ნასიძისთვის წიგნების თანხის – 24. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ქართველთა ამხანაგობის ანგარიშის დასაბეჭდად აბრამ აკოფოვისთვის 58. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში აბრამ აკოფოვისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 23 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის სენაკისა და ბათუმის სკოლებში სარევიზიოდ წასასვლელად 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გიორგი იოსელიანისთვის კავკავის სკოლაში სარევიზიოდ წასასვლელად 15. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. მაისის შემოსავალი იყო 2501. 47 მანეთი, ხარჯი – 2549. 62. 1-ლი ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18424. 69 მანეთი, ვალი – 203. 33 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომს დაესწრნენ მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყდა, ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებული 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულის წინასიტყვაობის განხილვა დაევალათ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი. კომიტეტი გამგეობას სთხოვდა კანდიდატურების დამტკიცებას.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი ხაზინადრის კანდიდატად აირჩია კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თავმჯდომარედ აირჩია.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე დროებით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისიდან სახლში, მშობლებთან, დაბრუნებას აპირებდა.

