რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 3 აგვისტოს მინადორ საყვარელიძე დაღესტნის გზის მშენებლობაზე მომუშავე ლეკებმა მოკლეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ალექსანდრე სამოილოვი გუდაუთაში ერთი თვით ჩავიდა. მას ახლდა 260 ჯარისკაცი, 50 ყაზახი და 12 ოფიცერი. სამოილოვმა გუდაუთის მოსახლეობას იარაღის ჩაბარება და 4 ცნობილი ყაჩაღის შეპყრობა დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ ურუშაძე ოზურგეთში წარმოდგენილ პიესაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ალექსანდრე ყაზბეგის სამმოქმედებიანი დრამა „არსენა“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ვალერიან გუნიას პიესა „მონადირე“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სიმონ ჭეიშვილი ოზურგეთში წარმოდგენილ პიესაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ანდრია ჯაყელი ოზურგეთში დადგმულ დრამა „არსენაში“ მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1989 წლის 2 აგვისტოს მინადორ საყვარელიძემ დაღესტნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის გადასახდელი 3000 მანეთი ხაზინიდან აიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვლადიმერ მესხიშვილი წარმოდგენის გასამართად თელავს ესტუმრა. სპექტაკლი 6 აგვისტოს თელავის თეატრში გაიმართა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ავგისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფიოდორ ჯ. გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ს. პ. პავლოვი თბილისში, მელიქოვის ქუჩის 6 ნომერში, ყურძნის დასაჭყლეტ სამი სახის პრესს ყიდდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე მუნტოევი ვექილი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს მარკოზ ღლონტმა, გრიგოლ ბერეჟიანმა, ნიკოლოზ გოგიტიძემ, იოსებ მაისურაძემ და ს. დინარაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო მანეთი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფიო ჩხეიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად მანეთი გაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს დავით ქარცივაძემ საბებიო ინსტიტუტის სტუდენტ ბარბარე თავბერიძისთვის 15 მანეთი და 25 კაპიკი შეაგროვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს მართა გილაძემ, ვარლამ კობალაძემ, გრიგოლ თოხაძემ, პუპა ჯანელიძემ და ნიკოლოზ თუმანიშვილმა ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ათ-ათი მანეთი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ასლან სადრაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად მანეთი გაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ალექსანდრე ცაგარელმა, ვასილ ივანიძემ, ტარიელ ჭელიშვილმა და გიორგი ქართველიშვილმა ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ლადიკო ჟორდანიამ და ივანე ყიფშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ხუთ-ხუთი შაური გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს პუპა ჯანელიძემ, იოსებ შევარდნაძემ და ფილიპე ცხომელიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ კილაძემ და პავლე რაზმაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი მანეთი გაიღეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლომონ გვერდწითელი 1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პართენ, ნინა და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში. ბრალდებული 20 წლის იყო, ამიტომ კატორღა 13 წლისა და 4 თვის ვადით მიესაჯა.

