რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, განსვენებული გენერალ-მაიორის, ახვერდოვის სახლში, მისი შვილები მართავდნენ ლატარეას. ბილეთების მსურველთ უნდა მიემართათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანისთვის. ბილეთის ფასი იყო ათი რუბლი ასიგნაციებით.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდნენ პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულების მიხედვით, პორუჩიკი დადიანი სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები მამუკა თუღუნოვი და გიორგი გურიელი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები: დიმიტრი ერისთავი, ალექსანდრე მაჭუტაძე, გიორგი და ვახუშტი ნაკაშიძეეები.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ იმერეთის ლაშქარში მსახურობდნენ პოდპორუჩიკები: სიმონ ასიაშვილი და გიორგი ჩიჯავაძე,
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდნენ: მაიორი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკი, პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პორუჩიკი ფიქალოვი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდნენ: პორუჩიკი წინამძღვრიშვილი, პრაპორშჩიკები – ავალიშვილი და ჭავჭავაძე.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოლკოვნიკი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) კავალერიაში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ შტაბს-კაპიტანი იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ შტაბს-კაპიტანი ბოსტოევი და პორუჩიკი ოსინოვი ქართულ გრენადერთა პოლკში მსახურობდნენ.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ იუნკერი დოხტუროვი ეგერთა პოლკში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პორუჩიკები ჭავჭავაძეები მსახურობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, პოდპორუჩიკი ნაკაშიძე გურიის ლაშქარში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი პრაპორშჩიკად გაამწესეს ორმოცდამესამე ეგერთა პოლკში.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის პორუჩიკი ჭავჭავაძე აღარ ირიცხებოდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ დავით ლევანის ძე დადიანი კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პრაპორშჩიკი ბურკიევი პასკევიჩ-ერევანსკის ქვეით პოლკში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდნენ შტაბს-კაპიტნები – ნიკოლოზ შანშეს ძე შანშიაშვილი და იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე, პორუჩიკები – შალიკოვი და ჭავჭავაძეები.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ახვერდოვი ქართულ გრენადერთა პოლკში მსახურობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ორბელიანი კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდა.
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ბელაქნის კომენდანტი მაიორი ბუჩქიევი წარმოშობით კახეთიდან ყოფილა (დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი).

