რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 17. 42 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა საგამოფენო კომიტეტის თხოვნა, რომელსაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე უნდა გაეტანა საქართველოს განყოფილება. კომიტეტს სურდა, გამგეობას რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე ეთარგმნა საზოგადოების წიგნსაცავის და მუზეუმის კატალოგები და გადაეცა დასაბეჭდად. საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 1-ელ აპრილს რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა ფოტოსახელოსნოში მუშაობას თავი დაანება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აპრილში ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 28 მარტს გამართული სცენისმოყვარეთა წარმოდგენის შემოსავალი – 70 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ნიკო ცხვედაძეს დაევალა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის საფლავისთვის რკინის მოაჯირის შეკვეთა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

