საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ალექსი ანტონის ძე ჩიქოვანი, ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილი და გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრემ გამართა 6 წარმოდგენა, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: თ. ფუასისა, ევგენი კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნატალია იოსელიანი, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე, ალექსანდრე ჩხუბიანი, გრიგოლ გორდელაძე, ალექსანდრე ფრუიძე, ოლღა მოზდოკელოვი, ელენე ჩხუბიანი, ვასილ ქუმსიაშვილი, მიხეილ კანდელაკი, გრიგოლ მიხეილის ძე ხელაშვილი, მარიამ აგუნდიევა, სოფიო ჩიტაძე, მარიამ კობახიძე, იაკობ ვაშალომიძე, ვლადიმერ აფრიამოვი, ოლღა თაუროვი, კონსტანტინე კახიანი და სხვ.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, დავით მარკოზის ძე აბაშიძე, მიხეილ გიორგის ძე კულულაშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი დავით იოანეს ძე გიუნაშვილი, ივანე ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა და მღვდელი იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ზაქარია ზაალის ძე მაჭავარიანი, ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ალექსი გიორგის ძე ლოლაძე და ივანე დავითის ძე ლომიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, მართა მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, ივანე ზურაბის ძე ბარკალაია და ვასილ ბერეჟიანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლა სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლაში ელენე დიმიტრის ასული ახმეტელაშვილი პირველ და მესამე განყოფილებას ასწავლიდა, თამარ ლევანის ასული ხელაშვილი – მეორეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ბ. სამხარაძემ წერილი გაუგზავნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელშიც ის საზოგადოებას სთხოვდა შემწეობის გაღებას და სკოლისთვის სხვადასხვა მასალას – წიგნებს, მერხებსა და სხვა საჭირო ინვენტარს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ პრეზიდიუმი დატოვა და მის ნაცვლად კირილე იესეს ძე ნინიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის განმავლობაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 47-ჯერ დაესწრო ვარლამ ბურჯანაძე, 39-ჯერ – შიო დედაბრიშვილი, 37-ჯერ – იოსებ გიორგობიანი, 26-ჯერ – იპოლიტე ვართაგავა, 23-ჯერ – ნინო ნაკაშიძე, 14-ჯერ – ქრისტინე შარაშიძე და 8-ჯერ – ვასილ წულაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, 44-ჯერ – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 42-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ იოსებ ჩხატარაიშვილის ანაზღაურება თვეში ჯერ – 54 და შემდეგ 60 მანეთი იყო.

1920

ტიპი: განათლება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლაში 3 განყოფილება იყო და 170 მოსწავლე სწავლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგებლობაში მხოლოდ ბათუმისა და კავკავის სკოლები დარჩა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკავის სკოლაში 5 განყოფილება იყო, 4 პედაგოგი ასწავლიდა და 340 მოსწავლე ჰყავდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სამხედრო ხეიბართა კავშირის წარმომადგენელი, კაპიტანი ნემილოვი და ლეიტენანტი ბელავინი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-სანიტარული კავშირის წარმომადგენლები – პროფესორი ვასილ რაზუმოვსკი და სანიტარული განყოფილების უფროსი ნ. ი. ტეზიაკოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდა ამიერკავკასიის სათადარიგო ჯარისკაცთა და მათი ოჯახების კომისარი გ. პ. მელიკ-კარაკოზოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში 6151 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი და ხელნაწერი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის კი მათმა რიცხვმა 6176-ს მიაღწია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლა, რომელიც ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული. ეკატერინე ბახტაძე ამ სკოლის პედაგოგი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლას საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების სკოლის 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.