საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 795 მანეთი ჰქონდა მიღებული, მალაქია გობეჯიშვილს – 1025, შალვა მოსიძეს – 850, დავით მელაძეს – 225, ქრისტეფორე რაჭველიშვილს – 825, ალექსანდრე სოლოღაშვილს – 250.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 9 მარტს სოფელ კორცხელის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილი გაუგზავნა მათ მიერ გამოგზავნილი უფასო წიგნების მიღების თაობაზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ამ სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ჯერ ასწავლიდა სამინისტრო სკოლაში, შემდეგ კი – სენაკის თავად-აზნაურთა სკოლაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს დასაბეჭდად წარდგენილი წიგნების რეცენზიების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დახმარების, საზოგადოების ქონების დაზღვევის, ბითუმად ვაჭრობის, მაღაზიის გამგის დანიშვნის და სხვა საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის, სარევიზიო კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშების, საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის, დედა ენის შესწორებით გამოცემის, წიგნების გამომცემლობის საქმის გაფართოების, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვისა და სხვა საკითხები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე რაისა ჩიხლაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 175 მანეთი ჰქონდა მიღებული, ვლადიმერ ემუხვარს – 350, შალვა ქიქოძეს – 1485, ალექსანდრე შვანგირაძეს – 415, შალვა თაბუკაშვილს – 350, დიმიტრი ბარნაბიშვილს – 420.

1909

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნსაცავში 2157 ქართული ხელნაწერი და 4795 დაბეჭდილი წიგნი იყო. წლის განმავლობაში კიდევ დაემატა და 1921 წლის პირველი იანვრისთვის 2158 ხელნაწერი და 5025 წიგნი გახდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 ივნისს სოფელ შილდის სკოლის მასწავლებლის, გიორგი აღნიევის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შილდაში თითქმის 13 წელია არსებობს სკოლა, რომელიც თავდაპირველად ებარა მღვდელ მ. დიმიტრი აღნიევს.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში კავკავის სკოლას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი განყოფილება ინახავდა. საზოგადოება სკოლას 211760 მანეთით დაეხმარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 1200 მანეთის ოდენობის სტიპენდია მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე დავით ელიოზიშვილმა ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 1048 მანეთი მიიღო, ნინო ლასხიშვილმა – 700, დავით მჭედლიშვილმა – 750, ტარასი ნიჟარაძემ – 1525, გერონტი ქიქოძემ – 1475, ანა ხახუტაშვილმა – 1450.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანის, როგორც ახალი მასწავლებლის, ანაზღაურება თვეში 54 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველდღიურ დახმარებას აძლევდა ბათუმის ქართული გიმნაზიის ორ ქართველ მაჰმადიან მოსწავლეს – მურად გულთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინარეხის სკოლაში სწავლა 100 დღეს გრძელდებოდა. 18 იანვრიდან, საშობაო არდადეგების შემდეგ, მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის ავადმყოფობის გამო სწავლა აღარ განახლებულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ვასილ რცხილაძემ ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 1048 მანეთი მიიღო, სარგის კაკაბაძემ – 575, გიორგი ებრალიძემ – 380, თამარ შიუკაშვილმა – 900, ლაზარე შურღაიამ – 1100, ია ეკალაძემ – 58, თამარ ხარაბაძემ – 346, იასონ ჩხენკელმა – 280.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე შალვა ამირაჯიბმა ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 175 მანეთი მიიღო, ალექსანდრე დგებუაძემ – 1000, შალვა ელიავამ – 450, ვარლამ იმნაძემ – 1375, ვასილ მდივანმა – 1025, მიხეილ მირზაშვილმა – 125, ვლადიმერ ორჯონიკიძემ – 1200, იაკობ ორჯონიკიძემ – 480.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ პავლეს ასულ ჯარიაშვილს სკოლაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ვლადიმერ ცქვიტინიძე, ნიკო ონისიმეს ძე ცხომელიძე, ივანე ონისიმეს ძე ცხომელიძე, ბესარიონ ცომაია, არსენ ცეკვავა, ისააკ ცანავა, ვარლამ ექვთიმეს ძე წივწივაძე, არტემ ქიშვარდის ძე ცინცაძე, მელიტონ ცენტერაძე და პეხუ ცომაია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის რწმუნებულმა ელიზბარ კაჭარავამ წერილი გაუგზავნა მთავარ გამგეობას, რომლითაც შეატყობინა, რომ სოხუმის გამგეობას წიგნის მაღაზიის გახსნისთვის ესაჭიროებოდა მთავარი გამგეობისგან კრედიტის გახსნა 10000 მანეთის ოდენობით.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე სენაკის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშები, რომლებსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე ოლღა ხოფერია და მდივანი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წარმომადგენლები იყვნენ: თავმჯდომარე – ოლღა გიორგის ასული ხოფერია, თავმჯდომარის ამხანაგი – გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, მდივანი – პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადარი – ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა.