საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი ვასილის ძე გამზარდია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და ნიკოლოზ ალექსის ძე ჯიჯიხია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვენენ: გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე და ალექსი პეტრეს ძე ჭანტურია.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 25 მაისიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. ანგარიშს ხელს აწერენ სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერია და მდივანი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 დეკემბერს 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიხსნა. კრებაზე განიხილეს მოსწავლეების საკითხი. აღმოჩნდა, რომ ისინი სკოლაში ოთხი წელი არ სწავლობდნენ. საზოგადოების წევრთა აზრით, გამგეობა ამ საკითხის მოსაგვარებლად ვერაფერს გააკეთებდა, გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს მშობლებისთვის განემარტათ შვილები სკოლაში ოთხი წელი ეტარებინათ. კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი), პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი, რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 18 სხდომა ჩაატარა და 52 საქმე განიხილა. ანგარიშს ხელს აწერენ სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერია და მდივანი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის შენახვა საზოგადოებას ძვირი უჯდებოდა. ბათუმის სკოლაზე მნიშვნელოვანი თავისი პროგრამითა და მიმართულებით წინამძღვრიანთკარის სკოლა იყო. თუ ბათუმის სკოლა დაიხურებოდა იქ მოძრავი სკოლები უნდა გაეხსნათ. ახლად შემოერთებულ ოსმალეთის საქართველოში საზოგადოებას სკოლები უნდა ჰქონოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა საყმაწვილო ჟურნალი გამოეცათ. ამ საკითხის გადაწყვეტა ახალ გამგეობას მიენდო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მცხეთის სკოლის შესახებ მსჯელობისას ნიკოლოზ ცხვედაძემ აღნიშნა, რომ სკოლას კერძო ინსპექტორი არ ჰყავდა და კარგად ვერ იმართებოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლების მმართველად ცალკე ინსპექტორი უნდა დაენიშნათ და სკოლების გახსნის საქმე არ დაეყოვნებინათ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მცხეთის სკოლის შესახებ მსჯელობისას იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ სკოლების თანხას ხაზინა არ აგროვებდა. სკოლის თანხა თუ სახელმწიფო ხარჯთან ერთად არ შეიკრიბებოდა, რთული იქნებოდა ახალი სკოლების გახსნა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს: ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი) და თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი და ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი.

პირები
წყარო

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი (უმწიფარიძე), დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი.

პირები
წყარო

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის 18 სხდომიდან ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი დაესწრო 18-ს, გიორგი ვასილის ძე გამზარდია – 17-ს, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე – 12-ს, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი – 12-ს, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე – 7-ს, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუასი – 18-ს, ნიკოლოზ ალექსის ძე ჯიჯიხია – 9-ს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილობითი თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ გამოეგზავნათ 1914 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე რამდენიმე ათეული საზოგადოების წესდება განყოფილების წევრთათვის დასარიგელბად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 5 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ შეატყობინა მთავარ გამგეობას, რომ არჩევნების შედეგად სენაკის გამგეობის წევრები გახდნენ: ოლღა ხოფერია, პოლიკარპე ლორთქიფანიძე, მიხეილ თათარიშვილი, გიორგი გამზარდია, გიორგი მაღნარაძე, მოსე ბახტაძე და ვასილ კანდელაკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება დატოვა გიორგი მაღნარაძემ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 5 აგვისტოს ნიკო შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 5 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ბიქტორ ხარბედია, გიორგი ქავთარაძე და პეტრე დგებუაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილების გამგეობისგან მიიღო 1915 წლის ანგარიში აბედათის ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ. ანგარიში შეადგინეს სარევიზიო კომისიის წევრებმა – სევერიან ბახტაძემ, მალაქია კიკალიშვილმა და იონა ანჯაფარიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების აბედათის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. გახსნის ნებართვა მიიღო სარევიზიო კომისიის წევრმა, იონა ანჯაფარიძემ. ბიბლიოთეკის გამგე იყო მალაქია კიკალიშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მდივანი იყო პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის განყოფილების მთავარი ამოცანა დამწვარი თეატრის აღდგენა იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე (ვარვარე) სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის თეატრის აღდგენა განყოფილებას კულტურული საქმიანობის გაფართოების საშუალებას მისცემდა და იგი მუდმივი შემოსავლის წყარო გახდებოდა.