საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე (ვარვარე) სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის დამწვარი თეატრის აღსადგენად ხელუხლებლად შენახული ჰქონდათ 2900 მანეთი, მაგრამ საკმარისი არ იყო და ამიტომ სთხოვდნენ ფულადი დახმარება გაეწიათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ნივთები – 44 მანეთი და 57 კაპიკი, გათბობა-განათება – 13 მანეთი და 32 კაპიკი, სამკითხველოს გამგის ჯამაგირი – 144 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 89 მანეთი და 77 კაპიკი, წიგნების შეძენა – 55 მანეთი და 20 კაპიკი, ჟურნალ-გაზეთები – 100 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის ხარჯები – 490 მანეთი და 25 კაპიკი, ავეჯი – 14 მანეთი და 30 კაპიკი, გამართული საღამოებიდან შემოსული თანხიდან ფონდისთვის გადაიდო – 22 მანეთი და 34 კაპიკი, მთავარგამეობა (10 % საწევრო ფულიდან) – 11 მანეთი და 10 კაპიკი, სულ – 985 მანეთი და 55 კაპიკი. გასავლის ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ (მახარობელის) მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობას მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ასრულებდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების თავმჯდომარის მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, ისააკ მახარობლის ძე სიხარულიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრებამ დაადგინა, რომ გულუხვი შემომწირველებისა და სხვა საპატიო პირების პატივსაცემად გამოეყოთ ძვირფას ყდაში ჩასმული წიგნი, სადაც სამახსოვროდ ჩაწერდნენ მათ სახელებსა და გვარებს. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარის მდივანმა კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ წაიკითხა მოხსენება, რომ მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე განსვენებული ძმის, ისააკ სიხარულიძის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად 10-10 თუმანს შესწირავდა ზესტაფონის განყოფილებას მანამ, სანამ საკუთარ სახლს ააშენებდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრების წევრებმა იმსჯელეს ჰქონდა თუ არა უფლება გამგეობას საზოგადოების კრების წევრებისგან დამოუკიდებლად გამოეყო ხარჯები და დაადგინეს, რომ გამგეობას ჩვეულებრივი ხარჯებისთვის შეეძლო 10 თუმანი დაეხარჯა, ხოლო დამატებითი ხარჯები კრების წევრებთან უნდა შეეთანხმებინა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1914 წელს საწევრო თანხა და სხვა შემოსავლები შეადგენდა 956 მანეთსა და 17 კაპიკს, 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის დარჩა 293 მანეთი და 14 კაპიკი, სულ შემოსავალი იყო 1249 მანეთი და 31 კაპიკი, გასავალი შეადგენდა 1031 მანეთსა და 26 კაპიკს, 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის დარჩა 218 მანეთი და 05 კაპიკი. 1914 წლის ხარჯთაღრიხვა კრებამ ერთხმად დაამტკიცა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1914 წელს ზესტაფონის განყოფილებაში ირიცხებოდა 13 წევრი. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების კრებაზე მდივანმა კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ წაიკითხა: 1914 წლის ანგარიშის განხილვა, 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, სარევიზიო კომისიის მოხსენება, ახალი წევრების სია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების კრების წევრებმა ფეხზე წამოდგომით პატივი მიაგეს აკაკი წერეთლის ხსოვნას. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების თავმჯდომარედ მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს გაიმართა განყოფილების კრება. კრებას დაესწრო 13 წევრი, მესამედი მთლიანი წევრების რაოდენობიდან. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგის, ნიკო სიმონის ძე ჯანაშიას წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო, 360 მანეთი კი ბინის ქირისთვის ეძლეოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს საგურამოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა გაიხსნა, რომელიც ილიასეულ სასახლეში იყო მოთავსებული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლა (მასწავლებლები: ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე) 16-მა მოსწავლემ დაასრულა, რომელთაგანაც 2-მა რეალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, 2-მა – ქალთა გიმნაზიაში, 5-მა – პირველდაწყებით უმაღლეს სასწავლებელში, 5-მა – ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში და 2-მაც – საპროფესიო განყოფილებაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მამია ხუხუნაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სასტიპენდიო ვალი – 376. 85 მანეთი დაუბრუნა, ნინო ციციშვილმა – 750, პავლე დადვაძემ – 3000 და სვიმონ ფიცხელაურმა – 1000.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების მიხედვით, 1919 წელს გამგეობამ 50 სხდომა გამართა და 453 საქმე განიხილა.