საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 5 ივლისს თიანეთის მაზრაში მდინარე ალაზანმა ვასილ ბორძიკაშვილი და გიგო ნასიბაშვილი გაიტაცა, რომლებიც ადიდებულ მდინარეზე ერთი ცხენით ცდილობდნენ გადასვლას. ვასილ ბორძიკაშვილმა ნაპირზე გაღწევა მოახერხა, ხოლო 15 წლის გიგო ნასიბაშვილი დაიხრჩო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნიისა და ზაქათალას ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს თბილისის გამგეობაში გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ლ. ა. კამოცკის კუთვნილი აფთიაქის იჯარით გაცემა იყო დაგეგმილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ შემოქმედის სამკითხველოს გამგის, ხარიტონ ჩხატარაიშვილის სამადლობელი წერილი მიხეილ ნიკიფორეს ძე მახარაძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 7 მანეთის ღირებულების მაგიდის საათი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის უფასო სამკითხველოს გამგის, გ. კურტანიძის სამადლობელი წერილი ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისადმი, რომელმაც სამკითხველოს დასახმარებლად ქუთაისში 20 მანეთი და 80 სასაჩუქრე წიგნი შეაგროვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავი და სამკითხველო დაარსდა, რომლის გამგედ ერმალოზ ყარანგოზიშვილი დაინიშნა, ხოლო წესდების შემუშავება აბელ იაშვილს დაევალა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავ. ანჩაბაძე, ექვთ. ბერულავა, გრ. ვასილიევი, იულ. დავითაია, სილ. დგებია, ლ. ყარაპულეტი და ვარ. ჯაფარიძე სოხუმის სამთო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა იპოლიტე გაჩეჩილაძის კორესპონდენცია „ს. რკვია, მავნე ჩვეულებანი“ იმერეთის სოფლებში გავრცელებულ მემთვრალეობასა და მისით გამოწვეული დაპირისპირებების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა გიგო ზანაველის კორესპონდენცია „მაქსის ცირკით გატაცება“ ხაშურში საგასტროლოდ მყოფი საცირკო დასის წარმოდგენების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი საგანგებო დავალებით დუშეთის მაზრაში გაემგზავრა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოლო დღეებში მტკვარში ნაპოვნი 16 დამხრჩვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ივანე მაჩაბელს გარეგნულად არც ერთი არ ჰგავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხის“ მიერ გამოცემული სადღეგრძელოების კრებულის შეძენის მსურველებს ზესტაფონში მელიტონ გაჩეჩილაძისთვის უნდა მიემართათ.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ბარონის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იუჟნი ნომერას“ მეპატრონე ილია აბრამიშვილი სტუმრებს იაფ და გემრიელ ვახშამზე ეპატიჟებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი საბანკო საქმეებთან დაკავშირებით

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მორჩილ რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი და გამოცემული „ცხოვრება წმ. დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“ თბილისის წიგნის მაღაზიებში ერთ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის წერილი „ყურმოკრული საუბარი. მსახიობთა დაფასება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმები, სულეიმან, ისმაილ და ჯგვატან ავიძბები დააკავეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა გრიგოლ ანთელავას კორესპონდენცია „სოხუმი, მეტივეთა დახრჩობა“ ჟოლკერის სამხერხაო საამქროს მუშების მდინარეში დახრჩობის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სტეფანე გიორგის ძე ნოზაძის კორესპონდენცია „ს. მიხაილოვი, მომხმარებელ ამხანაგობის საქმენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფ. ითხვისში დაიკარგა 15 წლის კოლა (ნიკოლოზ) სისოს ძე ნადირაძე, იოსებ ბეჟანის ძე წერეთლის მოჯამაგირე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივანე კავთელის კორესპონდენცია „კავთისხევი, მოსავლის პირი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიებში ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდის“ პირველი წიგნი 20 კაპიკად იყიდებოდა.