რეგისტრირებული ფაქტები90457
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბერს მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ 7 ნოემბერს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს 50 წლის სადღესასწაულო იუბილე მისი დამსახურებების გამო აღენიშნათ კეთილი საქმით და იუბილარისათვის გაეგზავნათ მისალოცი წერილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „ვეფხისტყაოსნისა“ (763 ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ (210 ც.) შემომწირველი გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის სურვილის თანახმად, მისი გამოცემული წიგნების ფულიდან გადაედოთ თანხა სტამბის დასაარსებლად. მანამდე გამგეობა ვალდებული იყო, ქართველიშვილისგან შემოწირული წიგნების ფულით დაებეჭდა ძველი წიგნები წარწერით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისგან შემოწირული სარგებლით“. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის 1. 15 მანეთის სასკოლო ნივთები გაეგზავნათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 31. 36 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გამგეობის სახელით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად მისალოცი წერილის შედგენა და გაგზავნა დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა, წერილობითი მილოცვა გაეგზავნათ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 15 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის 25 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მაქსიმე შარაძისთვის წიგნების თანხის – 51. 43 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 12 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 1416. 95 მანეთი, ხარჯი – 497. 36. 12 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19735. 86 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ივანე ზურაბიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვისთვის „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის კუთვნილი თანხის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგემ, ტარას მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მან მოძებნა დახელოვნებული რეტუშორი, რომელიც ყოველთვიურად ითხოვდა ხელფასს, 40 მანეთს. გამგეობის თანხმობის შემთხვევაში რეტუშორი მაშინვე შეუდგებოდა თანამდებობის აღსრულებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის წარდგენილი ყულაბა N 92, რომელშიც 7. 74 მანეთი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N92.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგე ტარას მომცემლიძის სიტყვიერი მოხსენება მის მიერ მოძებნილი ახალი რეტუშორის დანიშნვნის შესახებ და გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრს, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ქართველიშვილის შემოწირულ კლიშეებს იმ შემთხვევაში ათხოვებდა, თუ წერილობით თხოვნას გამოგზავნიდა თავად ამ კომიტეტის თავმჯდომარე და კლიშეებს ძალიან გაუფრთხილდებოდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.

