რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობისთვის უნდა მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება სკოლებისთვის შედგენილი ინსტრუქციის შესახებ. სხდომაზე განაცხადეს რომ ახალმა კომიტეტმა თავმჯდომარედ აირჩია დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, მდივნად კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაჟდენ ჯაჯანაშვილმა და ლიუბოვ ანანიევმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში 10 მანეთი მიიღო.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების აგენტის მიხეილ მღვდლიშვილის წერილი სვანეთში სკოლის გახსნის საჭიროებისა და იმ შემწეობის შესახებ, რომელიც ცაგერის საზოგადოებისგან უნდა მიეღოთ. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის განცხადებას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 38-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გამგეობამ გრიგოლ ტატიშვილს წიგნების ანგარიშში 11 მანეთი გადასცა, სერგეი მდივანოვს – 5. 36, ანტონ გოგიაშვილს – 3. 20, ანდრია ღულაძეს – 23. 25, სემინარიას ანტონ ნატროშვილის კრებულში – 9. 50 მან., თედო ჟორდანიას – 16. 80, ნიკოლოზ ბადრიძეს – 5, თომა მთავრიშვილს წიგნების გასაგზავნი – 10. 92 მან., დიმიტრი ნონიკაშვილს – 20, აბრამ ნორდშტეინს – 15, ნიკოლოზ ცხვედაძეს – 15, გერცენშტეინს – 10, ვერკიჩევს – 15. დაფარეს საზოგადოების სხვა გადასახადებიც.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამხედრო გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი თბილისიდან ქუთაისში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კბილის ექიმი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე, დილის 9-დან 2 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე, მიიღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 დეკემბერს დუშეთში ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით ადგილობრივი სასამართლოს სესია უნდა გამართულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული გოგოლის „რევიზორი” უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი, ანა მესხი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 დეკემბერს თბილიში სტუმრად მყოფი სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I ეგზარქოს ფლაბიანეს ეწვია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრად მყოფ სომხეთის კათალიკოს მკრტიჩ I-ს შეხვდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ცხვირისა და ყელ-ყურის ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კაბინეტში დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე მიიღებდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმბაშის არასწორი მკურნალობის შედეგად ზუგდიდში ვლ. კეიდია გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალგაზრდა პუბლიცისტები, გიორგი ლასხიშვილი, ალექსანდრე ფრონელი, ივანე ზურაბიშვილი და კოტე ბაქრაძე ჟურნალ „მნათობის“ თანამშრომლები გახდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, გედევან გედევანოვი და კოტე შათირიშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ბარბარე ჯორჯაძის სამმოქმედებიანი კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ წარმოადგინა.

