რეგისტრირებული ფაქტები90458
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისში ქართული წიგნის მაღაზიას ფლობდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ძმები ჭილაძეები ფლობდნენ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. როსტომაშვილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სიღნაღში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. ქიტიაშვილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სურამში წიგნის მაღაზიას ფლობდა ა. ქარსიძე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფოთში წიგნის მაღაზიას ფლობდა ხუმარაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილის თარგმანი რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან და ხონში – ნესტორ იოსების ძე წერეთელთან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილის მიერ თარგმნილ რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსს“ ვინც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში არანაკლებ 10 ცალს შეიძენდა, წიგნი ხუთ შაურად დაეთმობოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ხონში წიგნის მაღაზიას ფლობდა ნესტორ იოსების ძე წერეთელი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლეკთა მიერ მოტაცებული ცხვარი რუსიშვილმა ადგილობრივების დახმარებით უკან შილდაში დააბრუნა.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ ბილანოვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მღვდელი ნახუცრიშვილი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე შეტანილი თანხა შეადგენდა 1888 მანეთსა და 10 კაპიკს. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან მეორე ჯერზე სესხად აიღო 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან პირველ ჯერზე სესხად აიღო 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

