რეგისტრირებული ფაქტები90459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაბრიელ კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი სომხეთის არქიეპისკოპოსი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 23 ივლისს სურამში დაჭრილების მოსანახულებლად ჩავიდა სომხეთის არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზოვსკი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში მოღვაწე სასულიერო პირმა სოლომონ ფირანოვმა სარჩელი შეიტანა ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შეურაცხყოფასა და ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ხელის შეშლაში სდებდა ბრალს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფავლენოვს მიანიჭეს „გუბერნსკი სეკრეტრის“ წოდება.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.

