რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
ევროპული ქვეყნებიდან, რომელთაც თედო სახოკია ეწვია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე იტალიამ მოახდინა 1901 წელს გასაოცარი მსგავსებით საქართველოს ბუნებასთან, იდენტური ეკონომიკური ყოფითა და მკვიდრთა ზნე-ხასიათით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ილია ნებიერიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრებმა ათისთავად აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრ ილია ნებიერიძეს დავალებული ჰქონდა არალეგალური ბროშურების (პროკლამაციების) დარიგება მთლიანად რკინიგზის სახელოსნოში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ათისთავი ილია ნებიერიძე პარტიულ გადასახადს აგროვებდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ილია ნებიერიძემ რკინიგზის სახელოსნოს სამშენებლო განყოფილებაში გაიცნო სტეფანე ზაქრაძე, ზაქრო იოსების ძე ჩოდრიშვილი და გიორგი სტურუა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სახაზინო პალატის მოხელეებმა უფროსის, ი. ვ. ვერეტენიკოვის გამოთხოვების დროს გადაწყვიტეს, ფული შეეგროვებინათ და ვერეტენიკოს სახ. თბილისის კომერციულ სასწავლებელში სტიპენდია დაეარსებინათ. 16 თუმანი შეგროვდა და დაინიშნა ორი სტიპენდია. 1902 წელს ფული აღარ შეკრიბეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სტიპენდია გააუქმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თედო კიკვაძემ თავისი კერძო სასწავლებელი ბათუმიდან ოზურგეთში გადაიტანა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თედო კიკვაძე თავის კერძო სასწავლებელში 8-12 წლის ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში შესასვლელად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თედო კიკვაძე თავის კერძო სასწავლებელში დღისით 8-12 წლის ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში შესასვლელად, ხოლო საღამოობით კი – მოზრდილ ახალგაზრდებს საშუალო სასწავლებლებისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თედო კიკვაძე ოზურგეთში ასწავლიდა მსურველებს ორკლასიანი სამინისტრო სკოლის მასწავლებლის ხარისხის მისაღებად.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამავალი“ წევრი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ოზურგეთის ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის წევრი თევდორე კიკვაძეც იყო, უმთავრესად აბრეშუმის პარკის ყიდვა-გაყიდვას აწარმოებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამახანაგობის „შუამავალი“ გამგე ს. ჭეიშვილი ბოროტად სარგებლობდა თანამდებობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამახანაგობის გამგე ს. ჭეიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ წევრთა საზოგადო კრებამ თევდორე კიკვაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901-1902 წლებში ვანო კალანდაძე და ელისე ლომინაძე ბათუმის დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901–1904 წლებში ანდრია ბენაშვილი გენერალურ შტაბში მსახურობდა დასავლეთის სასაზღვრო სივრცის ტრიანგულაციის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1901 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

