რეგისტრირებული ფაქტები87350
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ქართული სტენოგრაფიის გამომგონებელი ნინო გელოვანი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ჩაებარებინათ ექვსი წევრისაგან შემდგარ ორგანოსთვის.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი იესეს ძე ცინცაძე გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ხალხი ენდობოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წევრებს და საზოგადოების გამგეობას თავისი მუზეუმებიც სწორედ მათთვის უნდა გადაეცა. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და უმჯობესი იყო დროულად მოეგვარებინათ ეს საკითხი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუზეუმები კვლავ საზოგადოების მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო, რადგან ის უფრო გაუფრთხილდებოდა და იზრუნებდა ძვირფას საგანძურზე, ვიდრე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას საუკეთესოდ ჰქონდა ბიბლიოთეკა და მუზეუმები მოწყობილი, რისთვისაც თანხაც კმაროდა და არ იყო საჭირო საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაეცა მუზეუმების მართვა-გამგეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო მუზეუმების არა გაერთიანების, არამედ გაყოფის პირობებს აყენებდა, საზოგადოება კი სთავაზობდა თანაბარი ხმის უფლებითა და ორმხირვი აქტიური მონაწილეობით გაეერთიანებინათ მუზეუმები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გაეერთიანებინათ მუზეუმები საზოგადოებასა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო, დაერქმიათ „ქართული მუზეუმი“ და ერთობლივად აერჩიათ გამგე და რევიზორები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წარმომადგენლების მიერ არჩეულ მუზეუმების გამგესა და რევიზორებს საქმეების ანგარიში უნდა წარედგინათ საერთო კრებაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ ქართველებს ერთი ქართული მუზეუმი უნდა ჰქონოდათ. მისი აზრით, საზოგადოებასა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს უნდა გაეერთიანებინათ მუზეუმები, მათ წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ და ერთობლივი ძალით წარმატებასაც მიაღწევდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ მუზეუმში განთავსებული იყო ქართველებისთვის ძვირფასი წიგნსაცავი და ეს საუნჯე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის არ უნდა გადაეცათ. მისი საქმე მხოლოდ ისტორიული ნივთების შენახვა და დაცვა იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: შაქრო რამიშვილი, ივლიანე ნიკოლოზის ძე როინიშვილი, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე რევაზიშვილი, მარიამ რუსიეშვილი, ლიზა ლუკას ასული რამიშვილი, გალაქტიონ თევდორეს ძე რაზმაძე, სამსონ რუსიშვილი, ნატალია სოლომონის ასული რუსიშვილი, ანასტასია მიხეილის ასული რატიშვილი და ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე მეფარიშვილი, ვანო ესტატეს ძე მაისურაძე, მარიამ მირიანაშვილი, ევგენია გიორგის ასული მამაცაშვილი, ლავრენტი ლევანის ძე მგელაძე, სილიბისტრო მერაბის ძე მაღლაკელიძე, სერგო მამალაძე და პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე.

