რეგისტრირებული ფაქტები87346
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 ოქტომბერს ქართულ თეატრში ნ. გალუსტოვის საიუბილეო ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ოქტომბერს სათავადაზნაური თეატრში გ. ტ. აქსენოვის ბენეფისი გაიმართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ა. ოსტროუმოვმა სოხუმში ავადმყოფებისთვის აბანოების ასაშენებლად მიწა იყიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თეოდორ ბიკოვის ნებართვით ფულის ნახევარი, რომელიც პოლიციის ძველი საქმეების ქაღალდის გაყიდვით აგროვდა, იმ კომისიის წევრებს დაურიგეს, რომლებსაც ამ საქმეების განხილვა ჰქონდათ მინდობილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე გ. დემურიას დედნების ანგარიშში გადასცეს 52 მანეთი, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამეურნეო მართვისათვის საჭირო ინსტრუქციის განხილვა ნიკოლოზ ცხვედაძემ მომდევნო კრებისთვის გადადო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ გამგეობას სთხოვა, გაეგზავნათ მისი ნოემბრის ხელფასი და კიდევ 22 მან. მან სკოლის შესაკეთებლად ცემენტი ითხოვა, რომლის ღირებულება 8 მანეთი იყო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის 64 მანეთის ღირებულების სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მდივანმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზეც გამგეობა დაეთანხმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა, შემწეობად ჩათვლოდა ის 10 ცალი „დედა ენა“, რომლებიც ზაფხულში სოფელ ჭალაში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად წაიღო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგე ანასტასია წერეთელს სთხოვა, დაუყოვნებლივ გადაეტანა სამკითხველო ავლაბარში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ნოვომეისკი, რომელიც მთავარმართებლის კანცელარიაში მსახურობდა, სოხუმსა და ნოვოროსიისკში უნდა წასულიყო, რათა ენახა, რა მდგომარეობაში იყო ნოვოროსია-სოხუმის გზატკეცილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ლესევიჩი, რომელსაც ლექციები „საარტისტო საზოგადოების” დარბაზში უნდა წაეკითხა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, ვერაზე, ნიკოლოზ ესტატეს ძე თარხნიშვილის ხე-ტყის ქარხანა და შეშის საწყობი ფუნქციონირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის ქალაქისთავი თ. ნ. თავდგირიძე პეტერბურგში წასვლას აპირებდა, რათა მთავრობისთვის იმ საჩივრების დაკმაყოფილების დაჩქარება ეთხოვა, რომლებიც ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის საკეთილდღეოდ აღძრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტერბურგში წასული თ. ნ. თავდგირიძე იქაური მთავრობისთვის ოზურგეთში პროგიმნაზიის გახსნის თხოვნას აპირებდა.

