რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ტყეშელაშვილი იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოადგენდა მანამდე ცალ-ცალკე არსებულ მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთებულ უწყებას. ამას გარდა დაემატა ორი ახალი, იუსტიციისა და სამხედრო სამინისტროები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერდა, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, ყუბანის მიერ პურის მიცემა შეწყდა, რისი მიზეზიც იყო დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ზანდუკელი იყო ექიმი, მოსკოვის კლინიკისა და სანატორიუმის ყოფილი ასისტენტი.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ჩოლოყაშვილი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.

