რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მსახიობი გ. სიამაიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ნიკიტა თალაკვაძე, სიმონ ჭეიშვილი და ბესარიონ თალაკვაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ და გურია-სამეგრელოს საეპისკოპოსოს სასულიერო პირებმა ხობის მონასტერს 1000 მანეთის ბილეთი შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წირვა ჩაატარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს დაბა ყვირილაში ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის თაოსნობით კონცერტი გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს თელავის თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისი გაიმართა, რომელზეც კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძემ, მარტვილის დაბა ნაოღალევში, მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო მოაწყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ სენაკის დაბა ნაოღალევში მოწყობილი მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს შემოსავალი 38 მანეთს შეადგენდა. თანხა ადგილობრივ სამკითხველოს გადასცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ: ანდრია ბენაშვილი, სტეფანე ძიმისტარაშვილი და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ სპირიდონ მატარაძე, იას. ქუთათელაძე და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ იას. ქუთათელაძეს, სტეფანე ძიმისტარაშვილს, ლიუბა გაწერელიას და სხვ. დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ფილიმონ ქორიძეს, ანდრია ბენაშვილს, სპირიდონ მატარაძეს და სხვ. დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს პელაგია დგებუაძისას და ქეთევან ტატიშვილს დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 აგვისტოს გაძარცვეს მოქალაქე გლინოეცკი. ბოქაულის თანაშემწე ბაბალოვმა ქურდები მალევე შეიპყრო. დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 აგვისტოს ინჟინერ გლინოეცკის არშაკ ხოჯანიათოვმა 18 000 მანეთი მოჰპარა. ქურდობა მიხეილის ქუჩაზე მდებარე კონკაში მოხდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 აგვისტოს ალექსეი ეისნერი ხობის მონასტრში 1160-1660 წლებით დათარიღებული ფრესკებისა და ხატების შესასწავლად ბერებმა ბოქაულის დახმარებით შეუშვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 აგვისტოს ალექსეი ეისნერი სამეგრელოში ხობის მონასტრის სანახავად იყო მისული. ბერებმა ის მონასტერში არ შეუშვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) თანახმად, გუდაუთისა და ოჩამჩირის გამგეობათა მაცხოვრებლებმა ოლქის ადმინისტრაციას მიწების შეძენისა და მშენებლობის უფლების თხოვნით მიმართეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ბრილში ნინო ბებუთაშვილისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის მოსახსენებელი წირვა ჩატარდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე სცენისმოყვარეთა დახმარებით გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“. ასევე გაიმართა დივერტისმენტი „ლეკური“. ბილეთის ფასი ათი კაპიკიდან მანეთ-ნახევრამდე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.

