რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გრიგოლ გიორგის ძე გიგინეიშვილს ქუთაისში საბუღალტრო კურსები ჰქონდა გამართული. სწავლის საფასური 100 მანეთი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 სექტემბერს გ. გულბანი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრებად ითვლებოდნენ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ მუდმივი წევრობის თანხა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრებად ითვლებოდნენ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომიტეტის კომისარმა მთავარგამგეობის წევრები და სხვა გამომცემლები მოსალაპარაკებლად დაიბარა, ვინაიდან იგი აპირებდა დეკრეტის წარდგენას თავისუფლად საქმიანობისა და წიგნების გამოცემის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი, გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი, ივანე დავითის ძე ცაბაძე და გ. მაჭავარიანი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ვლასი მელიტონის ძე ბოხოხაძე, ივანე ზედგინიძე და ივანე გიორგის ძე ციციშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, დიმიტრი დუმბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ივანე ელიაშვილი, პარმენ კახიანი და სერგო ჯაფარიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 აპრილს საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.

