რეგისტრირებული ფაქტები87323
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 7 მაისს ეკატერინე ვოლკოვისამ თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტა. თუმცა დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ამბობდნენ, რომ ქალს ოჯახში პრობლემები ჰქონდა და თავის მოკვლაც ამიტომ გადაწყვიტა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 7 მაისს ბათუმში ჩამოსულ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვს ბოისმანი და აიკანოვი ახლდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ბათუმში ჩასულ გიორგის ალექსანდრეს ძე რომანოვს გოლიცინი, მიხეილ შალიკოვი, გიორგი შერვაშიძე და მიტროფანე ბოგუცკი შეხვდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ე. ლ. ვედენეევი სამსახურის საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს სეპციალურმა კომისიამ საკრებულოს წარუდგინა წინადადება ქუთაისის გუბერნიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით. კომისიის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ქიქოძე არ იზიარებდა კომისიის შეხედულებებს. კომისიის სხვა წევრი დავით ხელთუფლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ დასწრებია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 მაისის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით ბესარიონ ფირცხალავამ მადლობა გადაუხადა იოანე სერგიევს, რომელმაც წმინდა გიორგის ეკლესიასთან სამრევლო სკოლის დაარსებისთვის ასი მანეთი გაიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 მაისს თბილისის საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ალექსადრეს ძე რომანოვის დაბადების დღისთვის წირვა აღსრულდა. წირვას ნიკოლოზ რომანოვი და გრიგორი გოლიცინიც ესწრებოდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს აცნობა, რომ სკოლის დათვალიერება ივნისის პირველ რიცხვებში ივანე რატიშვილს დაევალა.
1897
ტიპი: ავტორობა
წყარო „თონეთის სახალხო სკოლის მასწავლებლის ანგარიშები და პროგრამები“ (ტომი II) შეიცავს მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის მიერ შედგენილ 1896-97 სასწავლო წლის ანგარიშს და სასწავლო პროგრამებს, ანგარიშის სავარაუდო თარიღია 5 მაისიდან 10 ივნისამდე, ხოლო პროგრამებისა – 5 მაისი. მცირე შემოკლებით ამავე ანგარიშს შეიცავს წყარო „მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ“ (ტომი I).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 მაისს ქალაქის საბჭომ განიხილა ლეგა ხუცურაულის საჩივარი. მისი თქმით, ის ქალაქის საყასბოს დარაჯი იყო და უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 მაისს ქალაქის საბჭომ განიხილა ბერნატოვიჩის საჩივარი, რომელშიც ეწერა, რომ მისი სახლი ძვირად იყო შეფასებული და ამის გამო ყოველწლიურად დიდი თანხის გადახდა უწევდა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინისთვის ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ეთხოვათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე ვასილ ლ. ველიჩკო საზოგადოების წესდების მეხუთე მუხლის მიხედვით სამუდამო წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელი ბოდბისხევის ახალგაზრდობამ ადგილობრივი ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა. დახმარების მსურველებს შემოწირულობის გაგზავნა ქალაქ სიღნაღში დიმიტრი ნადირაძის სახელზე შეეძლოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს სოფელ ურბნისის მოსახლეობამ ნავტიკით მტკვარზე მიმოსვლის მოწყობა სთხოვა.

