რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქო-ბალახანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართულ წარმოდგენებში პანტელეიმონ ჭანიშვილი მონაწილეობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ ქვემო მაჩხაანში რკინიგზის დეპოს გამგეობის წევრების, დ. ნადირაძის, დ. ჯავაშვილის და ი. გომელაურის თაოსნობით, ადგილობრივი დეპოს მუშაკების კრება იყო დანიშნული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ მაჩხაანის მომხმარებელი საზოგადოების კრება იყო დანიშნული, რომელსაც დეპოს გამგეობის სახელით ი. გომელაური, დ. ნადირაძე და დ. ჯავაშვილი წარუძღვებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ოჩამჩირეში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და გიორგი ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდი“ წარმოადგინეს. სპექტაკლებში მაკრინე და მაშო თურქიები მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ ვაჩნაძიანში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ წარმოადგინეს, რომლებშიც ალექს. ჯანდიერი, ნატალია აბაშიძე, ანასტასია ავალოვისა და ვლადიმერ ლაშხაური მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის ივლისში ნ. ჯორჯაძე ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის აგვისტოში საერო სასწავლებლების დირექტორ ხ. გროზდოვს საპენსიო ასაკი შეუსრულდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის აგვისტოში საოლქო სასამართლომ დიმიტრი დუმბაძეს კლავდია შმაკოვის მკვლელობის მცდელობის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა მიუსაჯა. 11 აგვისტოს დუმბაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის აგვისტოში სტეფანე ჭრელაშვილი თბილისის საქალაქო გამგეობაში მორიგეობით მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი ევგრაფ ხოსროევი ავადმყოფობის გამო ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა, ამიტომ გადაწყდა, გამგეობაში ახალი წევრები მიეღოთ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის აგვისტოში ალექსანდრე სამოილოვი ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში პოლიკარპე თალაკვაძის მონაწილეობით ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი 81.10 მანეთი იყო, ხარჯი — 34.60 მან., 6.10 მანეთი გადასცეს ადგილობრივ სკოლას, ხოლო 40 მანეთი – ადგილობრივი წიგნსაცავის ფონდს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის აგვისტოში ვიშნევეცკის მამულში დაარსდა ჭარხალ-შაქრის სამეწარმეო ამხანაგობა. ორგანიზაციის წევრები იყვნენ: პ. პუსტინსკი, ლეონიდ პიატაკოვი და გიორგი იმერეტინსკი. ამხანაგობის ძირითადი თანხა 500 000 მანეთს შეადგენდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში, ქუთაისის გიმნაზიასთან მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დროს, ბოქაულ მიქელაძეს ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა და ძლიერად დაშავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში სათავადაზნაურო თეატრში ლეოპოლდო ფრეგოლის მოწვევას გეგმავდნენ. მსახიობმა შეთავაზების გაცნობის შემდეგ დიდი თანხა მოითხოვა.

