რეგისტრირებული ფაქტები80201
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ბებეს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფ. ტყაჩირში მდებარე 23 დესეტინა და 760 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ-სათესი, რომელთაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ანდრიას ძე რუხვაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 256 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრონიკა გრიგოლის ძე კანდელაკს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ორსართულიანი სახლი და 132 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნარიმან როსტომის ძე ვარდოსანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ორსართულიანი სახლი და 132 კვადრატული საჟენი მიწა, რომელთაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზაალის ძე გოგობერიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფ. გოჩაჯიხაიშში მდებარე 8 დესეტინა და 2257 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილმა სათავადაზნაურო ბანკის წევრებს საქალებო სააზნაურო სკოლის დაარსება სთხოვა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბდულა-აბას-ოღლი აკოფოვის მაღაზიიდან რევოლვერის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ნატროევს გრიგოლ ჩიტაევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილინსკი რკინიგზის უფროს ექიმად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 3 აპრილს თბილისში სპარსეთის ქვეშევრდომი აბდულა-აბას-ოღლი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს გრიგოლ ჩარკვიანმა წინადადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ შეეძლო მათთვის ნახევარ ფასად მიეყიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნიკოლოზ ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „გულივერის მოგზაურობა“, „თამარიანი“, ეკატერინე გაბაშვილის „სურათები გლეხი კაცის ცხოვრებიდან“, ალექსი მირიანაშვილის „პატარა მოამბე“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს ზ. ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძემ ქუთაისში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გამართა.