საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80206

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილი და ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებენ, რომ 50 სასოფლო სკოლა, რომელთაც წარმოადგინეს ანგარიშები, ითხოვდა 1500 მანეთის შემწეობას წიგნებითა და სასკოლო ნივთებით.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ოლღა ნიკოლოზის ასული ალექსი-მესხიშვილი იყო ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოების თავმჯდომარე.

1872

ტიპი: ავტორობა

ოლღა ალექსი-მესხიშვილის ცნობით, ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებელი დააარსა ახალციხის კეთილისმოქმედების საზოგადოებამ 1872 წელს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოების თავმჯდომარე ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებლის შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 იანვარს ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებლის საპატიო წევრმა ანა მუსხელიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და სთხოვდა შემწეობას სასწავლებლისთვის.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილმა წევრებმა: დეკანოზებმა – მელიტონ ცაგარეიშვილმა და გაბრიელ ცაგარეიშვილმა, გერასიმე ცაგარეიშვილმა, იროდიონ ცეხანოვსკიმ, ვლადიმერ ცნობილაძემ, ვასილ, სოლომონ, იასონ, ვლადიმერ, ირაკლი, სავლე, კლავდია და პუპი წერეთლებმა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად ვასილ ფირცხალოვმა 50 კაპიკი შესწირა, ივანე წერეთელმა კი – 5 მანეთი და 20 კაპიკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ აბრამის ძე პოტკოვი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებმა სტეფანე ელიაძესა და ონისიმე შავგულიძეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის თანხის გაღება სთხოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: მინსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი ივანე ვასილის ძე ჩუისტოვი, მიხაილოვის არტილერიის აკადემიის კურსდამთავრებული, ფიზიკის მასწავლებელი ე. ფ. სმალკა, პეტროგრადის უნივერსიტეტის მსმენელი, ისტორიის პედგოგი იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გეოგრაფიის პედაგოგი ვ. ფ. ბადინსკი, გერმანული ენის მასწავლებელი რ. მ. პროზოროვსკაია, ფრანგული ენის პედაგოგი ნ. ნ. სუროვიოვა და რუსული ენის პედაგოგები: კიევის სასულიერო სასწავლებლის მსმენელი ა. ა. შალაიკა, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდმთავრებული გ. პ. ლევიცკი, თბილისის ქალთა პირევლი გიმნაზიის მსმენელი ლ. ი. სტასი, ნ. ნ. ისაევა, ვ. მ. ლანდაი, ე. ა. ვასოევიჩი.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ფილიალის წევრის, ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილის მისამართი აზერბაიჯანში იყო: ბალახანის ქუჩა, გაჯინსკის სახლი.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა ბაღდათის სასკოლო და საბიბლიოთეკო წრის საყურადღებოდ სოფელ როხში შეტყობინებას უგზავნის გიორგი ახვლედიანს: სთხოვს ძალ-ღონეს ნუ დაიშურებენ და ან პირადი შემოწირულობით დაეხმარონ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს, ან საქველმოქმედო საღამო და ლატარია-ალეგრი გამართონ.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის მატერიალური დახმარების მოწოდება გაუგზავნა იასონ დავითის ძე ციციშვილს – ქარელში და ისაია იოველის ძე ფურცელაძეს – ცხინვალში.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 1-ლ აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი ვასილ ხუჭუა ფილიალის სახელით 100 მანეთს უგზავნის თბილისის გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და შემომწირველთა სიის გამოქვეყნებას სთხოვს გაზეთში. შემომწირველთა შორის არიან: ს. კვიტაშვილი -10 მან., ა. ბერელაშვილი -10 მან, ა. ჯინჭარაძე (ჭინჭარაძე) -10 მან., ნ. ჯაყელი -10 მან., კ. ლორთქიფანიძე -10 მან, გ. ქებაძე -5 მან., ვ. ახვლედიანი -5 მან., ა. გოცირიძე -5 მან., ლ. გოცირიძე -5 მან., ა. ალხაზიშვილი -4 მან., პ. გელოვანი -3 მან., ვ. ხუჭუა -2 მან., მ. კალანდარიშვილი -2 მან., ლ. აბდუშელიშვილი -1 მან.50 კაპ., ვ. ჩიკვაიძე -1 მან.50 კაპ., დ. თედეშვილი -1 მან., მ. შენგელია -1 მან.

პირები
წყარო

1911

ტიპი: ღონისძიება

სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი დონის როსტოვიდან გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას და 1911 წლის 26 ივნისს 5 თუმანი (50 მანეთი) გადაურიცხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს. იგი შეჰპირდა, რომ საზოგადოების გამგეობა შეკრებისთანავე მიიღებდა შესაწევარ თანხას.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს (სააკოვს) დონის როსტოვში, ბოლშაია სადოვაიას ქუჩის N 74-ში ჰქონდა სირაჯხანა „კახეთი" (ტელ.: N 902); მისი ღვინოები დაჯილდოებული იყო დიდი პრიზებით პარიზსა და ბრიუსელში, ასევე სხვა გამოფენების არაერთი დიდი ოქროსა და ვერცხლის მედლით.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის დახმარების თხოვნით მიმართა ძმებს – ისაკ და აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილებს, რომელთაც ავეჯის მაღაზია ჰქონდათ ბაქოში.