საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93586

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თავგადასავალი“. წიგნის ღირებულება 20 კაპიკი იყო და, ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალ წიგნს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ლორის მელიქოვის ქუჩიდან გადავიდა საპერნის ქუჩაზე, მთავარმმართებლის თანაშემწის სახლის გვერდზე ალექსანდროვის ბაღთან, საკუთარ სახლში, N 4-ში. სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის საქმეებს სხვადასხვა ენაზე ზომიერ ფასად. შეკვეთილი საქმე ხარისხიანად და დროულად ბარდებოდა დამკვეთს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სერგეევი იყო მე-4 ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანთაძე სამუშაოდ გუდაურის ტელეგრაფის სადგურში გაგზავნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანთაძე იყო მე–4 ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფიის სადგურის ზედამხედველად დანიშნეს ყიფშიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ყიფშიძე იყო „კოლლეჟსკი რეგისტრატორი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მოზდოკის ტელეგრაფისტი ამბარცუმოვი გადაიყვანეს არმავირის სადგურში სამუშაოდ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფისტი თეოდორე ოლშევსკი ბალტიის სადგურში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფისტი ივანე იოსელიანი თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფისტი მოსე ყიფიანი ქუთაისიდან ზუგდიდში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი პარმენ ლორთქიფანიძე სამუშაოდ სოხუმში გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ალახვერდოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქრისტეფორე სააკოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ თ. ერისთავის ახლად გახსნილ სარდაფში იყიდებოდა კახური ღვინოები მისამართზე: სოლოლაკი, სერგიევის ქუჩა, ამირაროვის სახლი N8.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ქართული არითმეტიკული ამოცანების კრებული რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილის შედარებებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე–ორბელიანის ლექსთაკრება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „პატარა მოამბე“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 30 იანვარს ერეკლეს აბანოში თავი მოიკლა აზნაურმა მიხეილ სვიმონის ძე სერგეევმა. იგი 27 იანვარს ჩამოსულა ფოთიდან.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წლის 3 სექტემბერს გენერალ-მაიორმა მადათოვმა შამქორთან დაამარცხა სპარსები.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელი დაამარცხა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელის სახანო დაიპყრო.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვმა აჯანყება ჩაახშო აფხაზეთში.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს ატამანმა ვლასოვმა შავიზღვისპირეთში შემოჭრილი ყუბანს გაღმელები დაამარცხა.