საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87271

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ექიმმა ვართანოვმა ა. ა. ივანენკოს ღია წერილით მიმართა, რომელშიც გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ თბილისის სასანიტარო ინსპექტორის არჩევნებში ქალაქის გამგეობამ ვართანოვსაც უყარა კენჭი, ისე რომ მისგან თანხმობა არ აუღიათ. არჩევნებში ექიმმა სტეფანოვმა გაიმარჯვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სტაროსელსკიმ მიმართა მეურნეობის სამინისტროს რწმუნებულს კავკასიაში და 1200 მანეთი სთხოვა იმ მუშებისთვის, რომლებიც ამერიკული ვაზის დარგვასა და გაშენებას სწავლობდნენ.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის იანვარში ი. რადეცკიმ გადაწყვიტა, დაეარსებინა საზოგადოება, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ბავშვთა აღზრდისთვის. საზოგადოებას წევრად ჩაეწერა 60 კაცი, მათ შორის რამდენიმე მასწავლებელი და ექიმი. მსგავსი საზოგადოება იმ დროისთვის არსებობდა პეტერბურგში, მოსკოვში, ოდესაში, პოლტავასა და ეკატერინოდარში.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს დავით იასეს ძე ავალიშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს ერმილე მაჭავარიანი იყო აზნაური.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრებას ესწრებოდა აკაკი წერეთელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრებად დაინიშნენ: ნიკოლოზ ერისთავი, მიხეილ ისარლოვი და ი. ხერხეულიძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობის კრებაზე უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. დირექტორ-გამგებლად აირჩიეს კ. მ. ამირეჯიბი, მის თანაშემწედ – ვ. ვ. პოტებნია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრამდე სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი სპირიდონის ძე განძიელი, ალ. სავანელი და ნიკოლოზ არჯევანიძე. ხოლო თავმჯდომარე – სულხან ჭავჭავაძე. იანვრის შემდეგ ამ გამგეობამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მირნენკომ დაჭრა საყვარელი, ანა კულიშევისა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის კლუბის დარბაზში გაიმართა გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, თუმცა კონსტანტინემ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო, რადგან, მისი თქმით, კარგად არ იცნობდა საქმის ვითარებას. ხელმეორედ გამართული არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ ნიკოლოზ ერისთავი დაინიშნა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს დიმიტრი ცომაია იყო გლეხი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის იანვარში გარდაიცვალა სასულიერო სასწავლებლის მოსწავლე ერმილე ურუშაძე. ბიჭს ხელში რევოლვერი ეჭირა და ტყვია შემთხვევით გაუვარდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში ბუჭყიევი გახდა გენერალ-მაიორი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ჯოვანის ვერცხლის მედალი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში თბილისში უნდა ჩამოსულიყო ცნობილი ლექტორი, ი. რადეცკი. რადეცკის უნდა წაეკითხა ლექციები ბავშვის აღზრდის შესახებ. გამოჩენილი მწერალი და იურისტი პ. ობნინსკი რადეცკის შესახებ წერდა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო და დაუღალავად იბრძოდა ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით მიხედვით არტემ კირაკოზოვს გადასცეს ვერცხლის მედალი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით ივარსკის ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით რაჭის მაზრის უფროს „სტატსკი სოვეტნიკს“ ზურაბ ყიფიანს ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში ბათუმის ოლქის უფროსი ზაგანი დაინიშნა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში დაგეგმილი იყო თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრება, რომლის შესახებაც თავად-აზნაურებს მიხეილ პეტრეს ძე ისარლოვმა აუწყა. ასევე მოითხოვა, რომ კრების დაწყებამდე წარედგინათ საბუთები, რომლითაც დაადასტურებდნენ არჩევნებში მონაწილეობისა და თავად-აზნაურთა საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში მოიტაცეს წულუკიძის ქალიშვილი, რომელმაც ბათუმში მისცა ჩვენება და ბრალდებული გაამართლა. ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებული იყო, რომ გოგონას ჩვენება ძალდატანებით მიაცემინეს.