რეგისტრირებული ფაქტები89831
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკიამ განსაკუთრებით დიდი მასალა შეაგროვა სოხუმში საქალაქო თვითმართველობის შემოღების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკია პეტერბურგისა და თბილისის გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა შევიწროებისა და დევნის წინაამღდეგ, რომელსაც აფხაზეთში გადმოსახლებული მეგრელები განიცდიდნენ რუსი ეროვნების მოხელეებისაგან.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წელს, როცა თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, მარჯორი უორდროპი უკვე გარდაცვლილი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ოლივერ უორდროპმა თავის სოფელ სევენოკში დაპატიჟა ლონდონში ჩასული ქართველები.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ალექსანდრე ჭყონია იყო ყოველთვიური პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალის „მოამბე“ რედაქტორი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების მე-9 წლისთავზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით წლიური კრება გაიმართა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ა. ქოქრაშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 25 კაპიკი შესწირა, გ. მესხიშვილმა, გ. ჯარიაშვილმა, ის. კეჟერაშვილმა და თ. ჩილინდრიშვილმა – თითო აბაზი.

