საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87262

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „აკიდოს“ გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ ქრისტეინე შარაშიძის დაწერილი „აკიდოს“ რეცენზიის „ბუნების კარის“ შემსწორებელი კომისიისთვის გასაცნობად გადაცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კომისია გაეცნო „აკიდოს“ შესახებ ქრისტინე შარაშიძის რეცენზიას და მცირე შესწორებებით მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე ანასტასია (ტასო) ალექსანდრეს ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს საწევრო გადასახდი არ შემოუტანია ორ წევრს, ხოლო 1914 წელს – ორმოცდათექვსმეტს. სულ წევრთა დავალიანება შეადგენდა 174 მანეთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის მდივნად აირჩიეს ივანე ოსიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე იმსჯელეს 1913 წლის გეგმებზე. ზოგმა პრიორიტეტულად სკოლის გახსნა დაასახელა, ზოგმა – ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოება მეტად ნორჩი იყო და მას არავითარი ქონება არ გააჩნდა რაიმე საფუძვლიანის გასაკეთებლად. ამიტომ ჯერ დასათვლელი იყო სავარაუდო შემოსავალი, მერე მოსაძიებელი დამატებითი თანხები და მთლიანი თანხის მიხედვით უნდა შემუშავებულიყო წლის სამოქმედო გეგმა. კრებამ მოიწონა ჯაფარიძის წინადადება და გადაწყვიტა სალაროს შევსება სეირნობებისა და საღამოების გამართვითა და საზოგადოების ახალი წევრების შემომატებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა გამგეობის წევრების ასარჩევად. 19 ხმა 4-ის წინააღმდეგ მიიღო გიორგი ხერხეულიძემ, ნიკო ბუკიამ – 17 ხმა 6-ის წინააღმდეგ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა გამგეობის წევრობის კანდიდატების ასარჩევად. კლიმენტი ლორთქიფანიძემ მიიღო 15 ხმა, იუსტინა კობახიძემ – 11, რეიკინმა – 10.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა სარევიზიო კომისიის წევრების ასარჩევად. ფარნაოზ ფიჩხაიამ მიიღო 10 ხმა, ალექსანდრე გაბუნიამ – 9, აპოლონ ჯიქიამ – 7.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ნინო აბაშიძემ შესწირა მამული შენობით, რომელიც სოფელ დილიკაურში მდებარეობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ლევანის ძე ქორქაშვილმა შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე მამული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ვოლგა-კამის ბანკში 50 000 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრებს პასუხისმგებლობით უნდა ემუშავათ.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წლის 2 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 2 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას თავმჯდომარეობდა გამგეობის წევრი ნიკო ბერიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებაზე პარმენ მიხეილის ძე კახიანის წინადადებით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს განყოფილების ყოფილი თავმჯდომარის, ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლის, ხსოვნას.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის ზაფხულში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე ანასტასია (ტასო) ალექსანდრეს ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბელი გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე, კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შალვა გიორგის ძე შარაშიძე აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე) 3121 ნამდვილი წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე 10-ჯერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სხდომას, გრიგოლ იასონის ძე ნათაძე – 7-ჯერ, პარმენ მიხეილის ძე კახიანი და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი 15-15-ჯერ დაესწრნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ნინო პლატონის ასული გველესიანი 6-ჯერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სხდომას, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე – 12-ჯერ, ალექსანდრე ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი კი – 9-ჯერ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრება, რომელსაც. 104 ნამდვილი წევრი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე, პარმენ მიხეილის ძე კახიანი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, გიორგი იოსების ძე ცინცაძე და ალექსანდრე ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლები იყვნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისსა და აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 3% უკავდებოდათ, 2% – საწევროსთვის, 1% – გაჭირვებულთა დასახმარებლად.