რეგისტრირებული ფაქტები87262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ვასილ ზაქარიას ძე ცაბაძე, პეტრე საყვარელიძე და სოფრომ გლახოს ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს პარმენ მიხეილის ძე კახიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე) 16 სხდომა გამართა და 40 საქმე განიხილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება, სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბითუმად და ცალობით ვაჭრობის განცალკევების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ბითუმი ვაჭრობის გამოყოფა სასურველად მიიჩნია, მაგრამ დროებით არსებული წესის დატოვება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიისა და საწყობის აღსაწერად შექმნილი კომისიის წევრებად ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი და ვარლამ ბურჯანაძე აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიისა და საწყობის აღმწერ კომისიის წევრებს დასახმარებლად მცოდნე პირების მიწვევის უფლება მისცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, სამსონ ბახტაძე, სამსონ დათეშიძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ივანე ავალიშვილი და იაკობ დემურაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, წლიური შემოსავალი 4 782. 57 მანეთი ჰქონდა. აქედან 2 298. 80 მანეთი 1915 წლის შემოსავლის ნაშთი იყო, 120 – საწევრო გადასახადი, 100 – კერძო შემოწირულება, 1 681. 58 მან. – სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო სეირნობიდან შემოსული, 300 – მთავარი გამგეობის მიერ სკოლისთვის გამოგზავნილი თანხა, 183. 19 – შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობაში შენახული ფულის სარგებელი, 99 მან. კი – სკოლის სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის თხოვნა წიგნების ჰონორარიდან თანხის მიღების შესახებ. წიგნის ბეჭდვა შეჩერებული იყო. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სატარიფო პალატის განკარგულება მოსამსახურე პირებისთვის 10 000 მანეთის საქონლის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის 6 წევრის, სარევიზიო კომისიის 3 წევრისა და საბიბილიოთეკო და წიგნის მაღაზიის სექციის ორ-ორი წევრის არჩევის საკითხი განიხილეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველი საზოგადოებისთვის სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამინისტროს დახმარებას სთხოვდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, რომელმაც უარი განაცხადა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის უფასოდ ან მცირე ფასად საჭმლის (პაიოკის) მიცემაზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს საქმეთა მმართველი ე. ლოლაძე და საქმისმწარმოებელი ლ. ნ. ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრს, ნინო ნაკაშიძეს სწერდნენ, რომ სამინისტრო გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს ვერ დაეხმარებოდა ვერც პენსიით, ვერც საკვებით.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 ოქტომბერს თბილისის გიმნაზიის (რომელიც შემდეგ უნივერსიტეტად გადაკეთდა) საძირკველი საღვთო სჯულის მასწავლებელმა კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.

