რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბერს ზუგდიდში ადგილობრივმა ბოქაულმა ციმბირიდან გამოქცეული ავაზაკი, ტოჩი შელია შეიპყრო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე მარიამ გოგოლაშვილმა აბრეშუმის ნაქსოვისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე იაკობიშვილმა მეფუტკრეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ელენე ჭილაშვილმა კონსერვებისა და მურაბებისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი ხილის მოყვანისთვის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი მეფუტკრეობისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე სიმონ ჯორბენაძემ მეაბრეშუმეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე დავით ხუციშვილმა მეაბრეშუმეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კ. სერობიანცმა თეოდორ ბიკოვს ორი კვირის მაგივრად ორი თვის ვადა სთხოვა იმისთვის, რომ ამქართა მამასახლისის არჩევა მოესწრო. თუმცა თბილისის გუბერნატორმა ეს წინადადება უყურადღებოდ დატოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლის ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქავთაძე ერევნის გუბერნიის საბეგრო ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ მონაძე ფოთის სახაზინოში ბუღალტერის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი სამოქალაქო საბჭოს დამსწრე ხმოსნად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ უარყო მარიამ ლუაშვილის თხოვნა და არ შეუმცირა მას ადგილის იჯარის ფასი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 ნოემბერს ბ. სერებრიაკოვის ხე-ტყის ქარხანაში ამ ქარხნის მუშა, ა. ჯანელიძე მანქანამ ჩოხის კალთით ჩაითრია. მან უბედური შემთხვევის შემდეგ სამი საათიღა იცოცხლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისში საბჭოს მდივნის არჩევნები უნდა გამართულიყო. ამ არჩევნებში კენჭს საბჭოს ყოფილი მდივანი სტეფანე ჭრელაშვილი იყრიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

