რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს კ. ნოდიამ თავის სავაჭროსთან პატარა სამკითხველო გახსნა, რომელიც 1894 წელს ლავრენტი ტუღუშის სტამბასთან არსებულ სამკითხველოს შეუერთდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმის საქალაქო სასწავლებელთან ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობით უფასო საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკისათვის წიგნები შეუწირავს ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოისაც.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სარკინიგზო დეპოში გიორგი ყაზბეგის ინიციატივით პატარა ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელშიც მხოლოდ რუსული წიგნები იყო. 1893 წელს ქართველმა მუშებმაც გახსნეს აქ ქართული განყოფილება.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ა. ბ. ოსტროვსკაია განაგებდა თბილისის იაფფასიან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ე. წ. სურგუნოვმა ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გახსნა პატარა სახალხო, იაფფასიანი, სამკითხველო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას არ. პოლიცვეტოვიჩ-ნიკოლაძე და დონდუა სთხოვენ წიგნის „ბუნება სკოლაში“ ჰონორარს 20%-ის დაკლებით. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მთხოვნელებისთვის ასი ათასი მანეთი ავანსად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა განცხადება ჯამაგირის გაზრდის შესახებ და პრეზიდიუმის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამგეობამ გაიზიარა პრეზიდიუმის მოსაზრება და დაადგინა მომსახურე პირთათვის ჯამაგირის ოთხჯერ გაზრდა (50 000-დან 200 000 მანეთამდე). იქამდე მიღებული პურის რაციონის ფული ჩათვალა დახმარებად, იმ დღიდან კი მომსახურეებისთვის ყოველთვიურად 1125 მანეთი უნდა მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირების თხოვნა თითოეულისთვის 300 000 მანეთის შეშის შესაძენად დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ თითოსთვის 250 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სამხედრო სტამბამ დუტუ მეგრელის მოთხრობების წიგნის ანგარიში წარუდგინა. სტამბას 1. 4 მილიონი ერგებოდა. გამგეობამ სტამბისთვის ამ თანხის მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვ. ბურჯანაძის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გადამწერი თ. ჯარიაშვილისთვის თანხის მიცემას. სამი თვის განმავლობაში ჯარიაშვილი თავისი სამსახურით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა ასრულებდა ხაზინადრის მოვალეობას. მომხსენებლის აზრით, ჯარიაშვილს უნდა მიეღო ხაზინადრისთვის გადადებული ჯამაგირი. გამგეობამ დაადგინა, ზაფხულის თვეებში გაწეული ზედმეტი შრომისთვის მიეცა თამარ ჯარიაშვილისთვის 150000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს სეით იაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავისი წიგნების ჰონორარიდან ნახევარი მილიონი სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დიმიტრი უზნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავისი „ახალი ისტორიის“ ჰონორარის სანაცვლოდ წიგნები სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან მას მთელი ჰონორარი აღებული ჰქონდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის მოხსენება, რომელიც ოლღა ჭავჭავაძის მომვლელისთვის დახმარების გაცემას ეხებოდა. გამგეობამ დახმარების სახით ოლღა ჭავჭავაძის მომვლელისთვის 200 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისში ერევნის მოედანსა და შუა ბაზარს შორის ტერ-ასატუროვის სახლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იაფფასიანი ბიბლიოთეკა-სამკითხველო მოეწყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს სოფიო არღუთინსკაია-დოლგორუკმა იაფფასიანი ბიბლიოთეკა-სამკითხველო დააარსა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ტ. თოხაძემ ზუგდიდში გახსნა წიგნების მაღაზია, რომელსაც სამკითხველო ოთახიც ჰქონდა. 1899 წელს მაღაზია-სამკითხველო დაიხურა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვ. მენთშაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა ქვემო მაჩხაანში, ხოლო ამავე წელს ლ. აბაშიძემ გახსნა წიგნების მაღაზია სამკითხველო კაბინეტით ოზურგეთში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძის მზრუნველობით ზუგდიდში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს ივანე ლომოურის ინიციატივით მეტეხის ციხეში ტუსაღებისათვის დაარსდა პატარა ბიბლიოთეკა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ბ. პეტროვის მიერ დაარსებულ ქუთაისის ბიბლიოთეკას საფუძვლად პეტროვისა და ანტონ ლორთქიფანიძის ფონდი დაედო.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ხარლამპ ლაზარეს ძე ძაძამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ანა ივანეს ასული ჯუმუხაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს დიმიტრი დავითის ძე ჯუმუხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.