რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი, ივანე დავითის ძე ცაბაძე და გ. მაჭავარიანი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ვლასი მელიტონის ძე ბოხოხაძე, ივანე ზედგინიძე და ივანე გიორგის ძე ციციშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, დიმიტრი დუმბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ივანე ელიაშვილი, პარმენ კახიანი და სერგო ჯაფარიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 აპრილს საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა მთავარი პოლიტიკური განათლების განყოფილების გამგის წინადადება, წერა-კითხვის უცოდინართა შესამცირებლად საზოგადოებას მოეწყო მოძრავი და საკვირაო სკოლები, სახალხო კითხვის საღამოები და სხვ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელება დაიწყეს, ამ დროს ოსმალები ბაგრატიონების მეთაურობით ქრისტიანობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველები საღმრთო წიგნებს თარგმნიდნენ და აარსებდნენ მონასტრებს, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ საჭირო განათლება.

