საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის მსახური პ. გლადიშევი სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ოქტომბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და დავით კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების სტიპენდიატებმა მურად გულთაიშვილმა და სულეიმან კაიკაციშვილმა სტიპენდიის გაზრდა სთხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა წარუდგინა 1920 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს დაავალა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 11 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალს აცნობებენ, რომ მთავარი გამგეობის (თავმჯდომარე - გიორგი ყაზბეგი) 9 აპრილის დადგენილებით, 5 მაისს იკურთხება ილია ჭავჭავაძის ძეგლი და დასასწრებად შეუძლიათ წარმომადგენლის გამოგზავნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წევრებმა (გამგეობის მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას რამდენიმე წიგნსაცავ-სამკითხველოს წესდების გაგზავნა სთხოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის მდივანმა სერგო კაკაბაძემ დავით ბაქრაძეს თანამდებობიდან გადადგომის განცხადების პასუხად სთხოვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კვლავინდებურად ეკისრა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომ სკოლების საქმესთან დაკავშირებით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო. მანამდე კი მთავარი გამგეობა ქუთაისისა და სენაკის სკოლების მართვაგამგეობის მოწყობის თაობაზე იმსჯელებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 8 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი - სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია საყმაწვილო წიგნების საკუთარი გამოცემები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ (მდივანი იასონ ბაქრაძე) საზოგადოების მთავარ გამგეობას საყმაწვილო ლიტერატურის საკუთარი გამოცემების უფასოდ ან ფასდაკლებით დათმობა სთხოვა. განყოფილების წევრებს სახალხო სკოლებისა და წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის წიგნების უფასოდ დარიგება სურდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს შედგა მეორე საორგანიზაციო კრება ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის კომიტეტის, რომელსაც ესწრებოდა სამხედრო-სანიტარიული კავშირის წარმომადგენელი პროფესორი ვ.ი რაზუმოვსკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა ამიერკავკასიის სათადარიგო ჯარისკაცთა და მათი ოჯახების კომისარი გ. პ. მელიკ-კარაკოზოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრო ამიერკავკასიის კომისარი, მეომართა მზრუნველობის დახმარების კომისარი ი. დ. აბხაზი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის წერილში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე - გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი - გ. ბურჭულაძე) სთხოვს ქუთაისის ფილიალს, რაც შეიძლება დროულად შეკრიბონ ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს ახალარჩეული წევრები (მ. გ. ფაღავა, კირილე ლორთქიფანიძე, ვასილ წერეთელი, ილია ჩიქოვანი, გიორგი ქავთარაძე, სამსონ ყიფიანი და პეტრე ყიფიანი), რათა შემდგომ მათ აირჩიონ პრეზიდიუმი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი) ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრებად აირჩია შემდეგი პირები: მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, ვასილ გიორგის ძე წერეთელი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი და პეტრე იოსების ძე ყიფიანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი - სვიმონ კვიტაშვილი) სთხოვს მთავარ გამგეობას - მომავალ საერთო კრებაზე განიხილონ საკითხი წესდებაში ახალი მუხლის შეტანის თაობაზე, რომლის ძალითაც საზოგადოებასა და მის განყოფილებებს უფლება მიეცემათ სკოლის მოსწავლეთა და კერძო პირთათავის გახსნან საღამოს კურსები მშობლიურ ენაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდათის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას ფილიალის წარდგენილი დოკუმენტაციის სია (1909-1910 წლების ანგარიში, 1911 წლის ხელნაწერი ანგარიში, 1912 წლის ხარჯთაღრიცხვა) გაუგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებამ ხონში ბენედიქტე მიხეილის ძე ღოღობერიძეს აცნობა, რომ მთავარი გამგეობის 29 მაისის სხდომაზე განიხილეს მისი თხოვნა გოჩაჯიხაიშში სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსების შესახებ და ეს საქმე ქუთაისის ფილიალს გადასცეს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა ქვემო ქვიტირის აკაკის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის თხოვნა დახმარების შესახებ.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ბაქოს რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სამასწავლებლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1887 წელს მან პოლონეთში სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1897 წელს კი – მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გაიმართა ხელოვანთა კრება, რომელსაც დაესწრო კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.