საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87255

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დაბა ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად ჩაეწერნენ: ილარიონ ვატას ძე მიქელაძე, სარდიონ ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე, აკაკი გაიოზის ძე ადამია, მართა ივანეს ასული ჟორდანია და ალექსანდრე გიორგის ძე გაბუნია.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დაბა ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად ჩაეწერნენ: სოლომონ ნესტორის ძე ჯიქია, ჯუტუ დავითის ასული ხუბუა, აპოლონ გაბრიელის ძე ჯიქია, მათე ასლანის ძე ფიფია და ვლადიმერ ვასილის ძე გლუშაკოვი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დაბა ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად ჩაეწერნენ: კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძე, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნინა თევდორეს ასული გეგელია და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დაბა ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად ჩაეწერნენ: სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძე, ფარნაოზ ნიკოს ძე ფიჩხაია, რაჟდენ ფარნაოზის ძე ნიჟარაძე, კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე და ნესტორ ზაალის ძე დავითაია.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად ჩაეწერნენ: ასლან მერაბის ძე კვიტაშვილი, ანდრია პეტრეს ძე პატარაია, იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირი, ნიკო კონსტანტინეს ძე ბერიძე და სევერიანე გიორგის ძე დგებუაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 30 კაცი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივი განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინა, გაეხსნა დ. ზუგდიდში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. განყოფილების უახლოესი მიზანი იყო  ზუგდიდში წიგნსაცავ-სამკითხველოს, ხობში, წალენჯიხაში და სხვა სოფლებში სახალხო სკოლების გახსნა, ლექციების გამართვა და წარმოდგენების ორგანიზება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სოკრატე ივანეს ძე კეშილავამ გაუგზავნა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელი საორგანიზაციო კრების ოქმი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს პარმენ მიხეილის ძე კახიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ იმერეთში მიემგზავრებოდა, ამიტომ ვერ დაესწრებოდა საზოგადოების კრებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 ივნისს სამსონ იოსების ძე ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა გაეთავისუფლებინათ წევრობისგან, რადგან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა თავისი მოვალეობის შესრულებას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის გამგეობას სთხოვა აერჩია ორი პირი, რომლებიც წიგნის მაღაზიის შემოწმებას დაესწრებოდნენ. გამგეობამ ნიკიფორე მამინაიშვილი და ივანე პაატაშვილი დაასახელა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის, ვასილ კახიძის ინიციატივით წიგნის მაღაზიის დაარსება გადაწყდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლა მძიმე მდგომარეობაში იყო, სკოლის ბიბლიოთეკა კი თითქმის არ არსებობდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ნიკიფორე მამინაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის ქირა წელიწადში 420 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლაში 109 მოსწავლე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს თელავის სკოლის გამგე ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა სკოლისთვის „განათლებას“ თავისი ფულით იწერდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან ივანე პაატაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მოლარე იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე ვასილ კახიძე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის გამგეს ეძლეოდა 40 მანეთი და ბინა, მასწავლებლებს კი – 30 მან. ბინის გარეშე. მიმდინარე წელს მათი ჯამაგირის გაზრდა იგეგმებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან დამხმარე სექციები არ არსებობდა. განყოფილების გამგეობას სასკოლო სექციის დაარსება საჭიროდ არ მიაჩნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლის მეთვალყურეობა ერთ-ერთი წევრისთვის მიენდოთ, რომელსაც მომავალ კრებაზე აირჩევდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში დავით კარიჭაშვილს ასეთი მდგომარეობა დახვდა: ავადმყოფობის გამო მოსწავლეები ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს, შეცდომით პასუხობდნენ კითხვებზე და ცუდადუ კითხულობდნენ ტექსტებს. II განყოფილების მოსწავლეებს ადრე ჰქონდათ გაკრული ხელით წერა დაწყებული და წარმატებით აეთვისებინათ.